![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/fc/Bayburt%252C_69000_Bayburt_Merkez-Bayburt%252C_Turkey_-_panoramio_%25284%2529.jpg/640px-Bayburt%252C_69000_Bayburt_Merkez-Bayburt%252C_Turkey_-_panoramio_%25284%2529.jpg&w=640&q=50)
ბაიბურთი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბაიბურთი (თურქ. Bayburt) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში, არის ბაიბურთის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 2012 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 35,947 ადამიანი. ბაიბურთს აქვს მერია და მისი მერი არის მეთე მემიში.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
ბაიბურთი თურქ. Bayburt | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
პროვინცია | ბაიბურთიბაიბურთი (პროვინცია)|ბაიბურთი |
კოორდინატები | 40°15′35″ ჩ. გ. 40°13′40″ ა. გ. |
მერი | მეთე მემიში |
ფართობი | 2,655.41 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1555 მეტრი |
მოსახლეობა | 35,947 კაცი (2012) |
სიმჭიდროვე | 23 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 0458 |
საავტომობილო კოდი | 69 |
ოფიციალური საიტი | bayburt.gov.tr |
დახურვა
ბაიბურთის პროვინცია მოიცავს მხოლოდ სამ რაიონს და ქალაქი ბაიბურთი საკუთარი პროვინციის დანარჩენ ორ ქალაქს სიდიდესა და მოსახლეობაში რამდენიმეჯერ აღემატება. ბაიბურთს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება აიდინთეფე, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით — დემირიოზუ. აგრეთვე, ბაიბურთი ესაზღვრება ერზურუმის, ერზინჯანის, ტრაპიზონისა და გუმუშჰანეს პროვინციებს.