From Wikipedia, the free encyclopedia
ბაზილიკატა (იტალ. Basilicata) აგრეთვე ცნობილი როგორც ლუკანია — რეგიონი იტალიაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთში. დასავლეთით ესაზღვრება კამპანიის რეგიონი, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით — აპულია, სამხრეთით კი კალაბრია. ფლობს მცირე გასასვლელს ტირენიის ზღვაზე კამპანიასა და კალაბრიას შორის, მაგრამ საკმაოდ ვრცელი გასასვლელი გააჩნია იონიის ზღვაზე (კონკრეტულად ტარანტოს ყურეზე), კალაბრიასა და აპულიას შორის. ჩექმის ფორმის იტალიის კონტურში, ბაზილიკატა „ზურგს“ (ფეხსაცმლის) წარმოადგენს, „ფეხსაცმლის წვერ“ კალაბრიასა და „ქუსლ“ აპულიასთან ერთად. რეგიონის ფართობი 10 000 კმ²-ია, მოსახლეობა კი 2010 წლის მონაცემებით 600 000 ადამიანს შეადგენს. რეგიონული დედაქალაქია პოტენცა. ბაზილიკატა ადმინისტრაციულად ორ პორვინციად იყოფა: პოტენცა და მატერა.
რეგიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბაზილიკატა Basilicata | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
ადმ. ცენტრი | პოტენცა | ||||
შიდა დაყოფა | მატერის პროვინცია და პოტენცის პროვინცია | ||||
კოორდინატები | 40°30′00″ ჩ. გ. 16°30′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Vito Bardi | ||||
ფართობი | 9 995 კმ² | ||||
მოსახლეობა | 587 680 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 58,8 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
ოფიციალური საიტი | regione.basilicata.it/giunta/site/giunta/home.jsp | ||||
ბაზილიკატის რეგიონი ადმინისტრაციულად 2 პროვინციად იყოფა:
პროვინცია | ფართობი (კმ²) | მოსახლეობა | სიმჭიდროვე (კაცი/კმ²-ზე) |
---|---|---|---|
მატერის პროვინცია | 3,447 | 203,837 | 59.1 |
პოტენცის პროვინცია | 6,545 | 387,107 | 59.1 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.