From Wikipedia, the free encyclopedia
პოტენცა (იტალ. Provincia di Potenza) — პროვინცია იტალიაში, ბაზილიკატის რეგიონში. დედაქალაქია პოტენცა.
პროვინციის ფართობი 6 545 კმ²-ია, მოსახლეობა 387 107 ადამიანი (2008). შედგება 100 კომუნისგან.
ძვ. წ. 272 წელს პროვინციის ტერიტორია ბერძენთა არმიამ დაიპყრო. ახალმა მმართველებმა ბაზილიკატას სახელი შეუცვალეს და ლუკანია უწოდეს. მოგვიანებით, XI საუკუნეში ეს არეალი აპულიის საჰერცოგოს შემადგენლობაში შევიდა, რომელსაც იმ დროისათვის ნორმანი ფრანგები მართავდნენ, XIII საუკუნიდან კი ის ნეაპოლის სამეფოს ნაწილი გახდა, რელაურად კი პოტენცას ადგილობრივი მხედართმთავრები მართავდნენ. 1861 წელს პროვინცია შეუერთდა დანარჩენ იტალიას და ახლადშემქნილი იტალიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.
რეგიონის თავზე გადაიარა ურიცხვმა მიწისძვრამ და იგი დღემდე რჩება სეისმურად აქტიურ ზონად. ქალაქი პოტენცა, რომელიც იტალიის პროვინციულ დედაქალაქებს შორის ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარეობს, გაშენებულია ორ ხეობას შორის. იგი თითქმის ხელახლა აშემდა ბაზილიკატის 1857 წლის მიწისძვრის შემდეგ. მიძისძვრამ და მეორე მსოფლიო ომის სისასტიკემ საშინლად დააზიანა ქალაქი და მისი ისტორიული ნაგებობები. გამომდინარე აქედან, ქალაქის ძირითად შთამბეჭდაობას წარმოადგენს ბეტონის თანამედროვე შენობები. ერთ-ერთი თვალწარმტაცი ეკლესია, რომელიც გადარჩა არის სან-ფრანსისკოს ეკლესია პიაცა-პაგანოს გვერდით. ეკლესიის საგანძურს შორისაა ბიზანტიური ხატი მადონა-დელ-ტერემოტო. ქალაქის სხვა საინტერესო ადგილია პროვინციული არქეოლოგიური მუზეუმი, რომელშიც გამოფენილია რომაული ეპოქის ბაზილიკატის მრავალი არტეფაქტი.
პოტენცის პროვინცია 100 კომუნისგან შედგება. მათ შორის უმსხვილესებია:
კომუნა | მოსახლეობა |
---|---|
პოტენცა | 68 197 |
მელფი | 17 177 |
ლაველო | 13 679 |
ლაურია | 13 556 |
რიონერო-ინ-ვულტურე | 13 447 |
ვენოზა | 12 083 |
ავილიანო | 12 067 |
სენიზე | 7 387 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.