აჭისწყალი
მდინარე საქართველოში, გურიის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
აჭისწყალი — მდინარე ქობულეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, ბჟუჟის მარცხენა შენაკადი.[1] სათავეს იღებს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე 2200 მეტრის სიმაღლეზე.
სწრაფი ფაქტები აჭისწყალი, ქვეყანა ...
აჭისწყალი | |
---|---|
ადგილი დევის ქვა მდინარე აჭისწყალზე | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | გურიის მხარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
ქალაქები | ოზურგეთი |
სათავე |
მესხეთის ქედი 41°47′34″ ჩ. გ. 42°05′10″ ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2200 მ |
შესართავი |
ბჟუჟი 41°54′55″ ჩ. გ. 42°00′11″ ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | ოზურგეთი |
— სათავე, — შესართავი |
დახურვა
მდინარე უზრუნველყოფს ლიხაურსა და ანასეულს სასმელი და ტექნიკური წყლით. მდინარე მდიდარია თევზის უნიკალური ჯიშებით: ნაკადულის კალმახი, ქაშაპი, წვერა, ფრიტა და სხვა. ნაკადულის კალმახი საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობაა, რომლის პოპულაციის აღდგენაც სახელმწიფოს გარემოსდაცვითი სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მდინარის ხეობა მდიდარია ისტორიული ძეგლებით და წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც იზიდავს დამსვენებლებს. ზაფხულის განმავლობაში აჭისწყლის ხეობაში ტემპერატურა საგრძნობლად დაბალია ქ. ოზურგეთთან შედარებით.