From Wikipedia, the free encyclopedia
აფრო-აფხაზები, შავკანიანი აფხაზები ან შავკანიანი კავკასიელები, ასევე ხალხში მიღებულია შავი კაცი — აფხაზების პატარა ეთნო-რასული ნეგროიდული ჯგუფი, რომელიც ძირითადად სოფელ აძუბჟაში[1] და მდინარე კოდორის მიმდებარე სოფლებში ცხოვრობს (ჭლოუ, ფოქვეში, აგდარა, მერკულა და სხვა).
რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს, თუ როგორ მოხვდნენ აფრიკელები აფხაზეთში. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ისინი XVII საუკუნეში მთავარმა შერვაშიძემ იყიდა სტამბოლის მონათა ბაზარზე[2] ციტრუსების პლანტაციებში სამუშაოდ. სავარაუდოდ, ეს იყო შავკანიანი მონების კავკასიაში ჩამოყვანის ერთადერთი და საკმაოდ უიღბლო ცდა.
1927 წელს პრობლემით დაინტერესებულმა მაქსიმ გორკიმ აფხაზ მწერალთან, სამსონ ჩანბასთან ერთად მოინახულა სოფელი აძიუბჟა, სადაც შეხვდა შავკანიანებს. თავისი მოგზაურობისა და არსებული ლიტერატურის მიხედვით, ავტორმა წარმოშობის ეთიოპური ვერსია ყველაზე სწორი მიაჩნია[3].
არსებობს რამდენიმე „ხალხური“ ლეგენდა, რომელთაც შესაძლოა აქვთ რეალური ფესვები. ივანე ისაკოვის წერილში ნიკიტა ხრუშჩოვისადმი[2] აღნიშნულია, რომ აფხაზეთის საზღვაო წყლებში ჩაიძირა ოსმალური[4] გემი, რომელზეც მონები მიჰყავდათ გასაყიდად. და დღევანდელი შავკანიანი აფხაზები ჩაძირვისას გადარჩენილი აფრიკელების შთამომავლები არიან. მართალი ეს ლეგენდა ვერ ხსნის, თუ როგორ მოხდა მონებით დატვირთული გემი შავ ზღვაში, ასე შორს მონათვაჭრობის ძირითადი გზებიდან.
დღეს აფრო-აფხაზები ცხოვრობენ, როგორც აფხაზეთში, ასევე რუსეთში და ევროპაში. ისინი ლაპარაკობენ ძირითადად რუსულ ენაზე. არიან ქრისტიანები, მაჰმადიანები და იუდეველები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.