აფრაზიული ენები
From Wikipedia, the free encyclopedia
აფრაზიული ენები ანუ სემიტო-ქამიტური, ასევე გავრცელებულია დასახელება ქამიტო-სემიტური — ენათა მაკრო ოჯახია, რომელიც გავრცელებულია ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. აფრაზიული ენათა ოჯახი აერთიანებს ენათა ექვს ოჯახს: ბერბერო-ლიბიური ენები, ძველეგვიპტური ენა, ქუშიტური ენები, ომოტური ენები, სემიტური ენები და ჩადური ენები. ის ვრცელი ენათა ოჯახია და შეიცავს 375 ცოცხალ ენას.[1] ამ ენებზე დაახლოებით 300 მილიონი ადამიანი საუბრობს.[2]