კოსმონავტიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
კოსმონავტიკა (კოსმოსი და ბერძ. ναυτική [nautikē] — „ზღვაოსნობა“), ასტრონავტიკა (ბერძ. άστρον [astron] — „მნათობი“ და ναυτική) — კოსმოსურ სივრცეში ფრენის ხელოვნება; მეცნიერებისა და ტექნიკის იმ დარგების ერთობლიობა, რომლებიც კოსმოსური საფრენი აპარატების გამოყენებით უზრუნველყოფენ კოსმოსის ათვისებას. კოსმონავტიკა წყვეტს კოსმოსური ფრენის თეორიის (ემყარება ცის მექანიკას და ასტროდინამიკას) სამეცნიერო-ტექნიკური, სამედიცინო-ბიოლოგიური და სხვათა პრობლემებს.