არკადული თამაში
From Wikipedia, the free encyclopedia
არკადული თამაში (ინგლ. Arcade game), არკადა (ინგლ. Arcade)) — ხურდის მიმღები გასართობი აპარატი, რომელიც, როგორც წესი, განთავსებულია საზოგადოებრივ ადგილებში — რესტორნებში, ბარებსა და სათამაშო ავტომატების დარბაზებში.
არკადული თამაში ხასიათდება მოკლემეტრაჟიანი სიუჟეტით, თუმცა ინტენსიური სათამაშო პროცესით. [1] ყველაზე პოპულარული არკადული თამაშებია: „Space Invaders“ (1978), „Pac-Man“ (1980), „Donkey Kong“ (1981), „Asteroids“ (1981) და სხვები.
არკადული თამაშების ოქროს ხანა დაიწყო გვიან 1970-იან წლებში და გაგრძელდა 1980-იანი წლების შუა პერიოდამდე. 1990-იანი წლებში, დასავლეთ ნახევარსფეროში იყო არკადული თამაშების აღზევების მცდელობა, თუმცა უშედეგოდ. არკადული თამაშების ვარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ახალი თაობის პერსონალური კომპიუტერებისა და სახლლის ვიდეო თამაშების კონსოლების გამოჩენა ბაზარზე, ისეთების როგორებიცაა Sega-ს Mega Drive/Genesis და Nintendo-ს Super NES (იაპონიაში ცნობილი როგორც Super Famicom).
აღმოსავლეთი ნახევარსფერო (განსაკუთრებით იაპონია) დღემდე განაგრძობს არკადული ინდუსტრიის განვითარებას.[2]