არანჟირება
From Wikipedia, the free encyclopedia
არანჟირება (ფრანგ. arranger — გადაკეთება) — საკრავის, საკრავთა ჯგუფის ან ხმისათვის გათვალისწინებული მუსიკალური ნაწარმოების გადაკეთება სხვა საკრავების ან სხვა ხმისათვის (საორკესტრო ნაწარმოების გადაღება ფორტეპიანოსთვის, რომანსისა — გუნდისა ან ვიოლინოსთვის და ა. შ.).
არანჟირება ეწოდება აგრეთვე მუსიკალურ ნაწარმოების შემსუბუქებულ, გაადვილებულ დამუშავებას იმავე საკრავისათვის.