From Wikipedia, the free encyclopedia
აპურე (ესპ. Estado Apure) — ვენესუელის 23 შტატიდან სიდიდით მესამე. შტატის დედაქალაქია სან-ფერნანდო-დე-აპურე. ფართობი 76,500 კმ²-ია, მოსახლეობა შეადგენს 473,900 ადამიანს (2007 წლის აღწერით), ხოლო სიმჭიდროვე – 6,19 ად/კმ².
შტატი | |||||
---|---|---|---|---|---|
აპურეს შტატი Estado Apure | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
ადმ. ცენტრი | სან-ფერნანდო-დე-აპურე | ||||
შიდა დაყოფა | აჩაგუასის მუნიციპალიტეტი[1] , ბირუაკის მუნიციპალიტეტი[1] , პედრო-კამეხოს მუნიციპალიტეტი[1] , მუნიოსის მუნიციპალიტეტი[1] , პაესის მუნიციპალიტეტი[1] , რომულო-გალიეგოსის მუნიციპალიტეტი[1] და Municipio San Fernando[1] | ||||
კოორდინატები | 7°08′00″ ჩ. გ. 69°00′00″ დ. გ. | ||||
დაარსდა | 1909 | ||||
ფართობი | 76,500 კმ² | ||||
მოსახლეობა | 473,900 კაცი (2007) | ||||
სიმჭიდროვე | 6,19 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTCUTC-04:30 | ||||
ოფიციალური საიტი | apure.gob.ve | ||||
ამ ველური მიწის დაპყრობა XVII საუკუნის შუაში დაიწყო, როდესაც ის დასახლებული იყო ინდიელთა მრავალი ტომით, მაგალითად მშვიდობიანი არავაკებითა და სახიფათო კარიბებით.თანამედროვე განაშენიანება მხოლოდ XVIII საუკუნის ადრეულ წლებში დაიწყო, რასაც ძირითადად წარმართავდა მესაქონლეობის ფერმები, რომლებსაც სხვა ტერიტორიებზე (ძირითადად სან-კარლოსში, ასტურიასა და სხვა ქალაქებში) უკვე გადაჭედილი ფერმების მესაკუთრეები აარსებდნენ. მათ შორის ყველაზე ცნობილები იყვნენ ხოსე-იგნასიო პუმარი და ჯოსეფ ბლანკო ი სალასარი სხვა ანდალუსიელ ფრანცისკანელ მისიონერებთან და მიწის მესაკუთრეებთან ერთად, რომლებმაც ადგილობრივები „მშვიდობითა“ თუ მახვილით განდევნეს ან ქრისტიანობა მიაღებინეს.
კოლონიურ პერიოდში, აპურე მერიდა-დელ-ესპირიტუ-სანტო-დე-ლა-გრიტას პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა. როდესაც ის მარაკაიბოს მიუერთა, მას მარაკაიბოს პროვინცია ეწოდა. 1856 წლეს კი მას შტატის სტატუსი მიეცა.
1864 წლიდან, მას შემდეგ რაც ვენესუელის ტერიტორია მოწყობილ იქნა როგორც ვენესუელის შეერთებული შტატები (ესპ. los Estados Unidos de Venezuela), აპურე დამოუკიდებელი შტატია. 1881 წელს ის გაიანასთან ერთად ბოლივარის შტატის შემადგენლობაში შევიდა, მაგრამ 1899 წელს კვლავ დაუბრუნდა დამოუკიდებელი შტატის კატეგორია.
აპურეს შტატი მდებარეობს ვენესუელის სამხრეთით, ჩ.გ. 06º03’45’’ და 08º04’22’’-ზე და დასავლეთ გრძედის 66º21’45’’ და 72º22’30’’-ზე. აპურეს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ტაჩირას, ბარინასის, და გუარიკოს, აღმოსავლეთით და სამხრეთაღმოსავლეთით ბოლივარის და ამასონასის შტატები, ხოლო სამხრეთით და დასავლეთით კოლუმბია.
აპურეს შტატი მოიცავს 7 მუნიციპალიტეტს, ესენია:
მუნიციპალიტეტი | დედაქალაქი | ფართობი კმ² | მოსახლეობა (2007) | რუკა |
---|---|---|---|---|
აჩაგუასი | აჩაგუასი | 15 754 | 65 081 | |
ბირუაკა | ბირუაკა | 1 281 | 54 233 | |
მუნიოსი | ბრუსუალი | 7 925 | 30 197 | |
პაესი | გუასდუალიტო | 12 820 | 111 059 | |
პედრო-კამეხო | სან-ხუან-დე-პაიარა | 20 519 | 31 187 | |
რომულო-გალიეგოსი | ელორსა | 12 219 | 23 839 (2005) | |
სან-ფერნანდო | სან-ფერნანდო-დე-აპურე | 5 982 | 175 056 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.