![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5a/Andrzej_Wajda_OFF_Plus_Camera_2012%25282%2529.jpg/640px-Andrzej_Wajda_OFF_Plus_Camera_2012%25282%2529.jpg&w=640&q=50)
ანჯეი ვაიდა
From Wikipedia, the free encyclopedia
ანჯეი ვაიდა (პოლ. Andrzej Wajda; დ. 6 მარტი 1926, სუვალკი, პოლონეთი, — გ. 9 ოქტომბერი 2016, ვარშავა, პოლონეთი) — პოლონელი რეჟისორი, სცენარისტი. 1954 წელს ქალაქ ლოძში დაამთავრა კინემატოგრაფიის და თეატრალური ხელოვნების უმაღლესი სახელმწიფო სკოლის სარეჟისორო განყოფილება. 1951 წლიდან დაიწყო მუშაობა კინოში. აღიარება მოუტანა მეორე მსოფლიო ომის თემაზე შექმნილმა ფილმებმა: „არხი“ (1956) და „ფერფლი და ალმასი“ (1958), რომლებშიც დიდი მხატვრული ძალით გვიჩვენა თავისი თაობის ბედი ეროვნული ისტორიის ყველაზე მწვავე დღეებში.[1] ამ ფილმებმა რეჟისორს ფართო აღიარება მოუტანა.[2] პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კინემატოგრაფიისა და თეატრალური ხელოვნების უმაღლეს სკოლაში. მისი ფილმები გამოირჩევა რეალიზმით, რეჟისურის უმაღლესი ოსტატობითა და სამსახიობო ხელოვნებით.[2] ომის თემებით არის დატვირთული მისი ფილმები: „ლეტნა“ (1959), „სამსონი“ (1961), „კატინი“ (2007) და სხვა. ვაიდას ფილმებს საერთაშორისო კინოფესტივალებზე მიღებული აქვს ჯილდოები.
ანჯეი ვაიდა | |
---|---|
![]() ანჯეი ვაიდა 2012 წელს | |
დაბადების თარიღი |
6 მარტი, 1926 სუვალკი, პოლონეთი |
გარდაცვალების თარიღი | 9 ოქტომბერი, 2016 (90 წლის) |
საქმიანობა |
რეჟისორი სცენარისტი |
აქტიური | 1951–დღემდე |
საიტი | wajda.pl |