From Wikipedia, the free encyclopedia
ანჯალი დევი (ტამილ. அஞ்சலிதேவி, ტელ. అంజలీదేవి), 24 აგვისტო 1927, პედაპურამი, აღმოსავლეთ გოდავარის რაიონი ანდჰრა- პრადეში, ინდოეთი — 13 იანვარი 2014, ჩენაი) — ინდოელი კინემატოგრაფისტი (მსახიობი და კინოპროდიუსერი), არაერთი ჯილდოს მფლობელი ინდური კინოში შეტანილი წვლილისთვის. პოპულარული გახდა ფილმებში Anarkali (1955) და Suvarna Sundari (1957) შესრულებული როლებით, აგრეთვე სიტას როლით ფილმში Lava Kusa (1963). [1]
ანჯალი დევი ტამილ. அஞ்சலிதேவி ტელუგუ అంజలీదేవి | |
---|---|
ფილმი Mangaiyarkarasi (1949) | |
დაბადების სახელი | ანჯანამა |
დაბადების თარიღი |
24 აგვისტო 1927 პედაპურამი, აღმოსავლეთ გოდავარი, ბრიტანეთის ინდოეთი |
გარდაცვალების თარიღი | 13 იანვარი, 2014 (86 წლის) |
მოქალაქეობა |
ბრიტანეთის ინდოეთი ინდოეთი |
საქმიანობა |
მსახიობი პროდიუსერი |
აქტიური | 1936 — 1994 |
მომავალი მსახიობი დაიბადა ქალაქ პედაპურამში ბრიტანეთის ინდოეთის მადრასის საპრეზიდენტოს გოდავარის რაიონში (ამჟამად აღმოსავლეთ გოდავარი, ინდოეთის შტატი ანდჰრა-პრადეში) 1927 წლის 24 აგვისტოს; ზოგიერთი სხვა წყაროს მიხედვით — 1928 წლის ოქტომბერში. ბავშვობაში მას ანჯანამა ერქვა. 8 წლის ასაკიდან გამოდიოდა თეატრში ანჯალი კუმარის სასცენო სახელით. ცოტა მოგვიანებით კი —ფილმებში. ეკრანზე პირველად გამოჩნდა 1936 წლის ფილმში Raja Harishchandra, სადაც შეასრულა ლოხიტასის უმნიშვნელო როლი. რამდენიმე წლის შემდეგ 1940 წელს მიიწვიეს მთავარ როლზე ლ. ვ. პრასადის ფილმში Kashtajeevi , თუმცა პროექტი შეჩერდა. მოგვიანებით, ახალგაზრდა მსახიობი ხელახლა აღმოაჩინა რეჟისორმა ჩ. პულაიამ, რომელმაც შესთავაზა მოჰინის როლი თავის ახალ ფილმში Gollabhama. ფილმი გამოვიდა 1947 წელს და მსახიობს, რომლის ახალი ფსევდონიმი გახლდათ ანჯალი დევი, ვარსკვლავური დიდება მოუტანა. თავისი ეკრანული კარიერის განმავლობაში 1930-იანი წლების შუა პერიოდიდან 1990-იანი წლების შუა ხანებამდე, ანჯალი გამოჩნდა 350-ზე მეტ ტელუგურ და ტამილურ ფილმში. აგრეთე მონაწილეობდა კანადურ და ჰინდის ენაზე გადაღებულ ფილმებში.
მსახიობმა დასამახსოვრებელი სახეები შექმნა ფილმებში Anarkali (1955) და Suvarna Sundari (1957), ხოლო მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანია სიტას როლი მითოლოგიურ სიუჟეტზე დაფუძნებულ პირველ ტელუგურ ფერად ფილმში Lava Kusa, რომელიც გახდა ტელუგური კინოს კლასიკა. ბოლო ფილმები მსახიობის მონაწილეობით იყო Brundavanam (1992), Anna Vadina (1993) და Police Alludu (1994).[2]
1955 წელს ანჯალი დევიმ მეუღლესთან, ადინარაიანა რაოსთან ერთად დააარსა კინოკომპანია Anjali Pictures, რომლის საქმიანობაც გაგრძელდა მინიმუმ 2000-იანი წლების დასაწყისამდე. გადაიღეს ათობით ფილმი. მნიშვნელოვან მუშევრებს შორის, სადაც ანჯალი დევი პროდიუსერი იყო, აღსანიშნავია ზემოხსენებული Anarkali, ვ.მადჰუსუდანის Рао Bhakta Tukaram და Chandipriya. აგრეთვე სხვა 24 ფილმი. ანჯალი დევიმ, რომელიც გახლდათ რელიგიური ლიდერის— სატია საი ბაბას ერთგული მიმდევარი, მოამზადა სატელევიზიო სერიალი მის შესახებ. [3][4]
ანჯალი დევი 1940 წელს ცოლად გაჰყვა პ. ადინარიანუ რაოს, რომელიც გახლდათ რეჟისორი, კომპოზიტორი, პოეტი და სიმღერების ავტორი. მეუღლე 1991 წელს გარდაიცვალა. წყვილს ორი ვაჟი შეეძინა. ანჯალი დევის ერთ-ერთმა შვილიშვილმა საილა რაომ აგრეთვე მსახიობის პროფესია აირჩია.
ანჯალი დევი 2014 წლის 13 იანვარს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას გული გაუჩერდა. მსახიობის გარდაცვალება დაფიქსირდა ჩენაის ვიჯაიას საავადმყოფოში. ანჯალი დევის ანდერძის თანახმად, მისი ორგანოები გადაეცა რამაჩანდრას სამედიცინო კოლეჯს. მისი ნეშტი ბესანტ ნაგარის კრემატორიუმში დაწვეს 2014 წლის 16 მარტს.[5][6][7]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.