![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/bd/Antonio_Banderas_2014.jpg/640px-Antonio_Banderas_2014.jpg&w=640&q=50)
ანტონიო ბანდერასი
From Wikipedia, the free encyclopedia
ხოსე ანტონიო დომინგეს ბანდერასი (ესპ. José Antonio Domínguez Banderas; დ. 10 აგვისტო, 1960, მალაგა) — ესპანელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და მომღერალი. სამსახიობო კარიერა პედრო ალმოდოვარის ფილმებში შესრულებული როლებით დაიწყო, შემდეგ კი მოღვაწეობა ჰოლივუდში განაგრძო და ითამაშა 1990-იანი წლების ისეთ პოპულარულ ფილმებში, როგორებიცაა „ფილადელფია“, „ინტერვიუ ვამპირთან: ვამპირის ქრონიკები“, „დაქირავებული მკვლელები“, „ევიტა“, „ზოროს ნიღაბი“ და სხვა.
სწრაფი ფაქტები ანტონიო ბანდერასი, დაბადების სახელი ...
ანტონიო ბანდერასი | |
---|---|
![]() ანტონიო ბანდერასი 2014 წელს | |
დაბადების სახელი | ხოსე ანტონიო დომინგეს ბანდერასი |
დაბადების თარიღი |
10 აგვისტო, 1960 (1960-08-10) (63 წლის) მალაგა, ესპანეთი |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, მომღერალი, მოცეკვავე |
აქტიური | 1982-დღემდე |
მეუღლე(ები) |
ანა ლეზა (1987-1996) მელანი გრიფიტი (1996-2014) |
დახურვა