![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/88/Anton%25C3%25ADn_Novotn%25C3%25BD_1968.jpg/640px-Anton%25C3%25ADn_Novotn%25C3%25BD_1968.jpg&w=640&q=50)
ანტონინ ნოვოტნი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანტონინ ნოვოტნი (ჩეხ. Antonín Novotný; დ. 10 დეკემბერი, 1904, ლეტნიანი, ავსტრია-უნგრეთი — გ. 28 იანვარი, 1975, პრაღა, ჩეხოსლოვაკია) — ჩეხოსლოვაკიის პოლიტიკური მოღვაწე. ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი 1957-1968 წლებში.
სწრაფი ფაქტები ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი, თანამდებობაზე ყოფნის დრო ...
ანტონინ ნოვოტნი | |
![]() | |
ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 ნოემბერი, 1957 – 22 მარტი, 1968 | |
წინამორბედი | ანტონინ ზაპოტოცკი |
მემკვიდრე | ლუდვიკ სვობოდა |
დაბადებული | 10 დეკემბერი, 1904 ლეტნიანი, ავსტრია-უნგრეთი |
გარდაცვლილი | 28 იანვარი, 1975 პრაღა, ჩეხოსლოვაკია |
პოლიტიკური პარტია | ჩკპ |
მეუღლე | ბოჟენა ნოვოტნა |
შვილები | ანტონინი |
დახურვა
დაიბადა ღარიბ ოჯახში. 1921 წელს შევიდა ჩეხოსლოვაკიის კომუნისტურ პარტიაში. მეორე მსოფლიო ომის დროს იატაკქვეშა მორვაწეობას ეწეოდა. 1941-1945 წლებში მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკშია. 1951 წლიდან ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრია, ხოლო 1953 წლიდან პირველი მდივანი. 1968 წელს კულტურის მღვაწეებმა და ახალგაზრდებმა მოითხოვეს მისი გადადგომა. 28 მარტს ნოვოტნი გადადგა, ახალ პრეზიდენტად აირჩიეს ლუდვიკ სვობოდა. ნოვოტნის გადადგომა გახდა პრაღის გაზაფხულის დასაწყისი[1].
გარდაიცვალა 1975 წლის 28 იანვარს.