ანსარი (სუდანი)
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ანსარი (არაბ. أنصار, მიმდევარი) — სუდანში გავრცელებული სუფისტური მოძრაობა, რომლის წევრებიც თავს თვით გამოცხადებული მაჰდის მუჰამად აჰმადის მოწაფეებად მიიჩნევენ.
სუდანი 1820–21 წლებში მოექცა ოსმალური ეგვიპტის გავლენის ქვეშ. 1881 წლის 29 ივნისს მუჰამად აჰმადმა სუდანის რელიგიურმა ლიდერმა თავი მაჰდიდ გამოაცხადა და დაიწყო ეგვიპტის წინააღმდეგ ბრძოლა. მისმა მიმდევრებმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს და 1885 წლის იანვარში შეძლეს ხარტუმის აღება. ამ მოვლენიდან ამდენიმე თვეში აჰმადი გარდაიცვალა. მისი საქმე გააგრძელა აბდალაჰი იბნ მუჰამადმა, რომელმაც მაჰდისტური სუდანის დამოუკიდებლობის შენარჩუნება 1898 წლამდე შეძლო. აჰმადის უფროსი გადარჩენილი შვილი აბდ ალ-რაჰმან ალ-მაჰდი ანგლო-ეგვიპტური სუდანის (1898-1955) პერიოდში წარმოადგენდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სულიერ ლიდერს, ასევე 1956 წელს სუდანის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რამდენიმე წელი.
მისი შთამომავლები დღემდე არიან მოძრაობის ლიდერები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.