From Wikipedia, the free encyclopedia
ფერდინანდ ფრედერიკ ანრი მუასანი (ფრანგ. Ferdinand Frederic Henri Moissan; დ. 28 სექტემბერი 1852, პარიზი — გ. 20 თებერვალი 1907, პარიზი) — ფრანგი ქიმიკოსი. 1898 წელს მიენიჭა ელიოტ კრესონის მედალი, ხოლო 1906 წელს — ნობელის პრემია ქიმიის დარგში „დიდი მოცულობით ჩატარებული კვლევებისათვის, ელემენტი ფთორის მიღებისათვის, საწარმოო და ლაბორატორიულ პრაქტიკაში შემოტანილი მისი სახელობის ელექტრონული ღუმელისათვის“[21].
ანრი მუასანი | |
---|---|
ფრანგ. Henri Moissan | |
დაბ. თარიღი | 28 სექტემბერი, 1852[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] |
დაბ. ადგილი | პარიზი[12] [9] |
გარდ. თარიღი | 20 თებერვალი, 1907[1] [3] [4] [5] [6] [7] [8] [10] [11] [9] (54 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი[13] [12] [9] |
დასაფლავებულია | პერ-ლაშეზის სასაფლაო[14] და Grave of Moissan |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | ქიმიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, ფარმაკოლოგი და აფთიაქარი |
მუშაობის ადგილი | სორბონა და პარიზის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | მაღალი კვლევების პრაქტიკული სკოლა |
მეუღლე | Marie Léonie Lugan Moissan |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი[2] , ნობელის პრემია ქიმიაში[15] [16] , ელიოტ კრესონის მედალი[17] , ავგუსტ ვილჰელმ ჰოფმანის მედალი[18] , დევის მედალი[19] , სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[20] , საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[2] და საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[2] |
ხელმოწერა | |
1886 წლის 26 ივნისს იგი გახდა პირველი ადამიანი რომელმაც შეძლო სუფთა ფთორის იზოლირება. 1893 წელს არიზონაში, მეტეორიტის კრატერში, მუასანმა აღმოაჩინა ნივთიერება, რომელიც თავისი თვისებებით ახლოს იყო ალმასთან. მუსანის პატივსაცემად ამ ნივთიერებას ეწოდა მისი სახელი მუსანიტი[21].
ანრი მუასანი დაიბადა 1852 წლის 28 სექტემბერს აღმოსავლეთის რკინიგზის კომპანიის უმცროსი თანამშრომლის ოჯახში. ამავე წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ტულუზიდან (საიდანაც წარმოშობით იყვნენ ანრის მშობლები) პარიზში გადასახლდა. 1864 წელს ოჯახი ამჯერად ქალაქ მოში გადავიდა, სადაც ანრი მუასანმა სწავლა დაიწყო ადგილობრივ სკოლაში. 1870 წელს მან მიატოვა სკოლა, არ გააგრძელა სწავლა ე. წ. „საუნივერსიტეტო კლასში“, რომლის გავლაც საჭირო იყო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. ანრიმ მუშაობა დაიწყო პარიზის ერთ-ერთ აფთიაქში, სადაც მან შეძლო გადაერჩინა ადამიანები დარიშხანის მოწამვლისაგან. მან გადაწყვიტა შეესწავლა ქიმია და დაიწყო მუშაობა ედმონ ფრემის, ხოლო შემდეგ პიერ პოლ დეერენის ლაბორატორიაში. დეერენმა ურჩია მას დაკავებულიყო აკადემიური კარიერით. ბაკალავრის სტატუსი, რომელიც საჭირო იყო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად მუასანმა მიიღო 1874 წელს მეორე მცდელობით. პარიზში დაბრუნების შემდეგ იგი მეგობრობდა ქიმიკოს ალექსანდრე ლეონ ეტარდთან და ბოტანიკოს ვასკოსთან.
მუასანმა თავისი პირველი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა 1874 წელს თემაზე „ნახშირორჟანგი და ჟანგბადი მცენარეთა მეტაბოლიზმში“ დიხრეინთან ერთად. მალე მან მიატოვა მცენარეთა ფიზიოლოგია და დაინტერესდა არაორგანული ქიმიით. მას შემდეგ, რაც 1880 წელს ანრი მუასანმა მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი, მეგობარმა ლანდრინმა შესთავაზა მას ადგილი ანალიტიკურ ლაბორატორიაში.
1882 წელს იგი დაქორწინდა ლეონ ლუგანზე. სამი წლის შემდეგ კი შეეძნათ ვაჟი.
1893 წელს მუასანმა დაიწყო არიზონაში, სიკვდილის ხეობასთან ახლოს აღმოჩენილი მეტეორიტის ფრაგმენტის შესწავლა, რომელშიც მან აღმოაჩინა ახალი მინერალის მცირე რაოდენობა. 1905 წელს ამ მინერალს მისი აღმომჩენის პატივისცემის ნიშნად ეწოდა მუასანიტი.
1907 წლის თებერვალში იგი მოულოდნელად გარდაიცვალა პარიზში, სტოკჰოლმში გამართული ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიალიდან დაბრუნებისთანავე. გარდაცვალების მიზეზად თვლიან მწვავე აპენდიციტს. არაა ცნობილი იყო თუ არა მისი გარდაცვალების მიზეზი ფტორთან დაკავშირებული მისი ექსპერიმენტები.
1976 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ანრი მუასანს სახელი მიანიჭა კრატერს, რომელიც მდებარეობს მთვარის მეორე მხარეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.