ანორთოსისი (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ანორთოსისი ფამაგუსტა (ბერძ. Ανόρθωση Αμμοχώστου. Anorthosi Ammochostou) — კვიპროსის საფეხბურთო და საფრენბურთო კლუბი, რომელიც დაფუძნებულია ფამაგუსტაში, მაგრამ ამჟამად დამკვიდრებულია ლარნაკაში, კვიპროსში თურქეთის შეჭრის გამო.
![]() | ||||
სრული სახელი | ანორთოსისი ფამაგუსტა | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
Μεγάλη Κυρία (დიდი ლედი) Οι κυανόλευκοι (თეთრ-ლურჯები) Μαxητές (მებრძოლები) | |||
დაარსდა | 31 იანვარი, 1911 | |||
სტადიონი |
ანტონიოს პაპადოპულოსი ლარნაკა, კვიპროსი (ტევადობა: 11.930 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი |
![]() | |||
მწვრთნელი |
![]() | |||
კაპიტანი |
![]() | |||
ლიგა | კვიპროსის პირველი დივიზიონი | |||
2023-24 | მე-6 ადგილი | |||
|
კლუბი დაარსდა 1911 წელს ფამაგუსტაში. 1934 წელს „ანორთოსისი“ იყო ერთ-ერთი კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციის დამაარსებელი კლუბებს შორის. საშინაო მატჩებს ატარებს ანტონის პაპადოპულოსის სტადიონზე. კლუბის პრეზიდენტია კვიპროსის მოქალაქე ხრისტოს პოულაიდესი, ხოლო მწვრთნელი ნიდერლანდელი ანდრე პაუსია.
„ანორთოსისი“ კვიპროსის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბია. არის კვიპროსის პირველი დივიზიონის 13-გზის ჩემპიონი, კვიპროსის თასის 10-გზის მფლობელი, 7-ჯერ აქვს მოპოვებული კვიპროსის სუპერთასი. გუნდი ასევე ერთ-ერთია ქვეყნის სამი კლუბიდან, რომელთაც არასდროს უთამაშიათ კვიპროსის მეორე დივიზიონში. არის პირველი კვიპროსული კლუბი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, ეს მოხდა 2009 წლის 13 აპრილს, თემურ ქეცბაიას მთავარი მწვრთნელობის დროს.