ანიმიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანიმიზმი (ლათ. anima — სული) — ზოგადად სულისა და სულიერების არსებობის რწმენა, ასევე უსულო საგნებისა და ბუნებრივი მოვლენებისათვის სულის არსებობის დაშვება.[1]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/12/Edward_Burnett_Tylor.jpg/220px-Edward_Burnett_Tylor.jpg)
ტერმინი პირველად გამოიყენა გერმანელმა მეცნიერმა გ. შტალმა. ნაშრომში „Theoria medica“ (1708) მან ანიმიზმი დაარქვა მის სწავლებას სულის შესახებ, როგორც რაღაც უპიროვნებო ცხოვრებისეულ საწყისს, რომელიც მთელი ცოცხალი პროცესების საფუძველს წარმოადგენდა. არისტოტელეს მსგავსად შტალი სულს სხეულის მამოძრავებლად მიიჩნევდა.
1871 წელს ანთროპოლოგმა ედვარდ ტაილორმა გამოსცა წიგნი, სადაც ანთროპოლოგიაში დღეისთვის მიღებული ანიმიზმის მნიშვნელობა განმარტა: „ძირითადი დოქტრინა სულსა და ზოგადად, სხვა სულიერ არსებებზე“.