![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2d/Verrocchio%252C_Leonardo_da_Vinci_-_Battesimo_di_Cristo_-_Google_Art_Project.jpg/640px-Verrocchio%252C_Leonardo_da_Vinci_-_Battesimo_di_Cristo_-_Google_Art_Project.jpg&w=640&q=50)
ანდრეა დელ ვეროკიო
From Wikipedia, the free encyclopedia
ანდრეა დელ ვეროკიო (იტალ. Andrea del Verrocchio; დ. 1435, ფლორენცია, იტალია — გ. 7 ოქტომბერი, 1488, ვენეცია, იტალია) — აღორძინების ხანის იტალიელი მოქანდაკე და ფერმწერი. მისი ერთ-ერთი მოსწავლე იყო ლეონარდო და ვინჩი. მხატვარი დაიბადა და დიდი ხნის მანძილზე მოღვაწეობდა ფლორენციაში. 1465 წელს შექმნა კოზიმო მედიჩის საფლავი. 1463-1487 წლებში მუშაობდა ნახატზე „ჭრილობათა შემოწმება“. 1476 წელს შექმნა დავითის ქანდაკება, რომელიც გახდა რენესანსის პერიოდის სიმბოლოც. დავითის ქანდაკება შეიქმნა სპეციალურად ლორენცო და ჯულიანო მედიჩის ვილისათვის.
სწრაფი ფაქტები ანდრეა დელ ვეროკიო, დაიბადა ...
ანდრეა დელ ვეროკიო | |
---|---|
![]() „ქრისტეს ნათლობა“, უფიცის გალერეა, ფლორენცია | |
დაიბადა | დაახლ. 1435 |
დაბადების ადგილი | ფლორენცია, იტალია |
გარდაიცვალა | 7 ოქტომბერი, 1488[1] [2] [3] |
გარდაცვალების ადგილი | ვენეცია, იტალია |
ეროვნება | იტალიელი |
სფერო | ფერწერა, სკულპტურა |
მიმდინარეობა | იტალიური რენესანსი |
ჟანრი | პორტრეტი[4] [5] , რელიგიური ხელოვნება[4] [5] , ნიუ[5] , ფიგურა[5] და animal art[5] |
ცნობილი ნამუშევრები | ტობიასი და ანგელოზი, ქრისტეს ნათლობა, ქრისტე და წმ. თომა |
დახურვა