ანდრანიკ ოზანიანი (სომხ. Անդրանիկ Օզանեան; დ. 25 თებერვალი, 1865 წელი, შაბინ-ყარაჰისარი, ოსმალეთის იმპერია - გ. 31 აგვისტო, 1927 წელი, რიჩარდსონ სპრინგსი, კალიფორნია, აშშ) — სომეხი სამხედრო მეთაური და სახელმწიფო მოღვაწე, ყველაზე ცნობილი ფედაი[1][2] და სომხეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარი ფიგურა. მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ის იყო სომხეთის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ძალების ერთ-ერთი მთავარი ლიდერი.
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ანდრანიკ ოზანიანი | |
---|---|
Անդրանիկ Օզանեան | |
ეროვნება | სომხები |
დაბადების თარიღი | 25 თებერვალი, 1865 |
დაბადების ადგილი | შაბინ-ყარაჰისარი, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 31 აგვისტო, 1927 (62 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | რიჩარდსონ სპრინგსი, კალიფორნია, აშშ |
სამხედრო სამსახურის წლები |
1888–1904 1912–1913 (ბულგარეთი) 1914–1916 (პირველი მსოფლიო ომი) 1917–1919 (სომხეთი) |
წოდება | გენერალი და გენერალ-მაიორი |
ბრძოლები/ომები |
სომხეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა სასუნის აჯანყება პირველი ბალკანეთის ომი პირველი მსოფლიო ომი კავკასიის კამპანია სპარსეთის კამპანია სომხეთ-აზერბაიჯანის ომი |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, Order of Bravery, III ხარისხის წმინდა გიორგის ორდენი, IV ხარისხის წმინდა გიორგის ორდენი, წმინდა გიორგის მედალი, წმინდა სტანისლავის ორდენი და War Cross |
ადრეული ცხოვრება
ანდრანიკ ოზანიანი დაიბადა 1865 წლის 25 თებერვალს[3] შაბინ-ყარაჰისარში, სივასის პროვინციაში, ოსმალეთის იმპერიაში, მარიამ და ტორო ოზანიანების ოჯახში. ანდრანიკი სომხურად ნიშნავს ,,პირმშოს". ანდრანიკის წინაპრები მე-18 საუკუნის დასაწყისში წამოვიდნენ სოფელ ოზანიდან და დასახლდნენ შაბინ-ყარაჰისარში, რათა თავიდან აეცილებინათ თურქების დევნა. მისმა წინაპრებმა მიიღეს გვარი ოზანიანი მშობლიური სოფლის პატივსაცემად. ანდრანიკის დედა გარდაიცვალა, როდესაც ის ერთი წლის იყო და მისი უფროსი და ნაზელი ზრუნავდა ანდრანიკზე.
ის დადიოდა ადგილობრივ სკოლაში და შემდეგ მუშაობდა მამის მაღაზიაში. ის დაქორწინდა 17 წლის ასაკში, მაგრამ მისი ცოლი გარდაიცვალა ერთი წლის შემდეგ მშობიარობის დროს. მათი შვილი გარდაიცვალა დაბადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. სომხების მდგომარეობა ოსმალეთის იმპერიაში გაუარესდა აბდულჰამიდ II-ის მეფობის დროს.[4] 1882 წელს ანდრანიკი დააპატიმრეს თურქ ჟანდარმზე თავდასხმისთვის. მეგობრების დახმარებით ის გაიქცა ციხიდან. ის დასახლდა ოსმალეთის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში 1884 წელს და იქ დარჩა 1886 წლამდე. ის იქ მუშაობდა დურგლად.
ანდრანიკი შეუერთდა სოციალ-დემოკრატთა ჰუნჩაკიანის პარტიას 1891 წელს. იგი დააპატიმრეს 1892 წელს 9 თებერვალს კონსტანტინოპოლის პოლიციის უფროსის, იუსუპ მეჰმეთ ბეის მკვლელობაში მონაწილეობისათვის. ანდრანიკი კვლავ გაიქცა ციხიდან. 1892 წელს იგი შეუერთდა ახლად შექმნილ სომხურ რევოლუციურ ფედერაციას (პარტია). ჰამიდიანის ხოცვა-ჟლეტის დროს ანდრანიკი სხვა ფედაიებთან ერთად იცავდა სომხურ სოფლებს მუშსა და სასუნს თურქებისა და ქურთული ჰამიდიეს დანაყოფების თავდასხმებისგან. ხოცვა-ჟლეტას 80,000-დან 300,000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
პირველი ბალკანეთის ომი
1907 წელს ანდრანიკი დასახლდა სოფიაში, სადაც შეხვდა მაკედონიის რევოლუციური ორგანიზაციის ლიდერებს, მათ შორის რევოლუციონერს ბორის სარაფოვს, სადაც ისინი შეთანხმდნენ რომ ერთობლივად იმუშავებდნენ სომეხი და მაკედონიელი ხალხის დასახმარებლად. ბალკანეთის პირველი ომის დროს (1912–13) ანდრანიკი ხელმძღვანელობდა 230 სომეხი მოხალისისგან შემდგარ კომპანიას ალექსანდრე პროტოგოროვის მაკედონიურ-ადრიანოპოლიტთა მოხალისეთა კორპუსის ნაწილს ბულგარეთის არმიაში ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ. ის თანამშრომლობდა გარეგინ ნჟდესთან. ანდრანიკს ბულგარეთის მთავრობამ მიანიჭა პირველი ლეიტენანტის წოდება. მან თავი გამოიჩინა რამდენიმე ბრძოლაში, მათ შორის მერჰამლის ბრძოლაში, როდესაც ბულგარელებს დაეხმარა თურქი სარდლის იავერ ფაშას ხელში ჩაგდებაში. ანდრანიკს მიენიჭა მამაცობის ორდენი გენერალ პროტოგოროვის მიერ 1913 წელს.
სიკვდილი
1926 წლის თებერვალში ანდრანიკი გადავიდა საცხოვრებლად სან-ფრანცისკოში.[5] მისი გარდაცვალების მოწმობის თანახმად, რომელიც ნაპოვნია კალიფორნიის ბუტის ოლქში, ანდრანიკი გარდაიცვალა სტენოკარდიით 1927 წლის 31 აგვისტოს რიჩარდსონ სპრინგსში, კალიფორნია.[6][7] 1927 წლის 7 სექტემბერს ის დაკრძალეს არარატის სასაფლაოზე, ფრესნოში.[8]
ლიტერატურა
- Trotsky, Leon (1980). „Andranik and his Troop, from Kievskaya Mysl No. 197, July 19, 1913“, The Balkan wars: 1912–13: the war correspondence of Leon Trotsky. New York: Monad Press, გვ. 247–256. ISBN 978-0-909196-08-0.
- „Antranik“. Blackwood's Magazine. CCVI (206): 441–477. October 1919.
- Mahdesian, Arshag D., ed. (June 1920). „General Antranik“. The New Armenia. New York: New Armenia Publishing Company. 12 (6): 82–85.
- Haroutyunian, A. H. (1965). „Անդրանիկը որպես մարտիկ և զորավար /Ծննդյան 100-ամյակի առթիվ/ [Andranik as Warrior and Commander]“. Patma-Banasirakan Handes (სომხური). Yerevan: Armenian Academy of Sciences (1): 109–124. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-15. ციტირების თარიღი: 2021-10-14.
- Aghayan, Tsatur (1968). „Զորավար Անդրանիկի գործունեության մասին [On the Activities of General Andranik]“. Patma-Banasirakan Handes (სომხური). Yerevan: Armenian Academy of Sciences (2): 40–56. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-14. ციტირების თარიღი: 2021-10-14.
- Hovannisian, Richard (1971). The Republic of Armenia: Volume 1, The First Years, 1918–1919. Los Angeles: University of California Press. ISBN 0-520-01805-2.
- Chalabian, Antranig (1988). General Andranik and the Armenian Revolutionary Movement. Southfield, Michigan: Antranig Chalabian.
- Hambarian, A. S. (1989). „Սասունի 1904 թվականի գոյամարտը [Sasun's Self-Defence in 1904]“. Patma-Banasirakan Handes (სომხური). Yerevan: Armenian Academy of Sciences (4): 22–34. ISSN 0135-0536. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-08. ციტირების თარიღი: 2021-10-14.
- Walker, Christopher J. (1990). Armenia: The Survival of a Nation, revised second, New York: St. Martin's Press. ISBN 978-0-312-04230-1.
- Kharatian, A. (1990). „Վահան Թոթովենցը Անդրանիկի մասին [Vahan Totovents about Andranik]“. Patma-Banasirakan Handes (სომხური). Yerevan: Armenian Academy of Sciences (1): 3–14. ISSN 0135-0536. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-15. ციტირების თარიღი: 2021-10-14.
- Mouradian, George (1995). Armenian infotext. Southgate, Michigan: Bookshelf Publishers. ISBN 978-0-9634509-2-0.
- Payaslian, Simon (2007). The history of Armenia. New York: Palgrave Macmillan. ISBN 978-1-4039-7467-9.
- Chalabian, Antranig (2009). Dro (Drastamat Kanayan): Armenia's First Defense Minister of the Modern Era. Los Angeles: Indo-European Publishing. ISBN 978-1-60444-078-2.
- Adalian, Rouben Paul (2010). Historical Dictionary of Armenia. Lanham, Maryland: Scarecrow Press. ISBN 978-0-8108-7450-3.
რესურსები ინტერნეტში
- ანდრანიკ ოზანიანი ვებ - გვერდზე military.wikia.org
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.