ანდორის ფეხბურთის ფედერაცია (კატ. Federació Andorrana de Futbol) — ფეხბურთის მმართველი ორგანო ანდორაში. დაარსდა 1994 წელს. უეფასა და ფიფაში გაწევრიანდა 1996 წელს. არის ანდორის პირველი დივიზიონის, ანდორის თასისა და ანდორის სუპერთასის ორგანიზატორი. მისი ორგანიზებით იმართება ანდორის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები. ფედერაცია დაფუძნდა ანდორაში, ესკალდეს-ენგორდანიში.[1]

სწრაფი ფაქტები უეფა, დაარსდა ...
უეფა
Thumb
დაარსდა 21 აპრილი, 1994
ფიფა-ში გაწევრიანდა 1996
უეფა-ში გაწევრიანდა 1996
პრეზიდენტი ანდორის დროშა ვიკტორ სანტოსი
დახურვა

ანდორის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა 1996 წლის 23 ნოემბერს, ესტონეთის წინააღმდეგ. ამ შეხვედრაში გუნდი ანგარიშით 1:6 დამარცხდა.

2001 წლის მონაცემებით ანდორაში ოფიციალურად დარეგისტრირებულია 12 საფეხბურთო კლუბი, 300 ფეხბურთელი და 22 მსაჯი.[2]

პრეზიდენტები

  • ფრანცესკ ვილა (1994—2000)
  • ფრანცესკ ამატი (2001—2009)
  • ანტონი გირიბეტი (2009—2013)
  • ვიქტორ სანტოსი (2013—)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.