რუსი და საბჭოთა ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
ანატოლი ილინი (რუს. Анато́лий Миха́йлович Ильи́н; დ. 27 ივნისი, 1931, მოსკოვი, რსფსრ, სსრ კავშირი — გ. 10 თებერვალი, 2016, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი და საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი. იცავდა მოსკოვის „სპარტაკისა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ხუთგზის (1952, 1953, 1956, 1958, 1962) ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის თასის (1958) მფლობელი მოსკოვის „სპარტაკის“ შემადგენლობაში. 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიური თამაშებისა და 1958 წლის შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1957).[1][2] საპატიო ნიშნის ორდენისა (1957) და მეგობრობის ორდენის კავალერი (1997).
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ანატოლი მიხეილის ძე ილინი | ||
დაბადების თარიღი | 27 ივნისი, 1931 | ||
დაბადების ადგილი |
მოსკოვი, რსფსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი |
10 თებერვალი, 2016 (84 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი, რუსეთი | ||
სიმაღლე | 177 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1945 | პიშჩევიკი მოსკოვი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1949–1962 | სპარტაკი | 224 | (83) |
ეროვნული ნაკრები | |||
1952–1959 | სსრ კავშირი | 31 | (16) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
შვიდჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ექვსჯერ პირველ ნომრად.[3][4]
1952–1959 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 31 შეხვედრას ატარებს და 16 ბურთი გააქვს.[5][6]
მელბურნის 1956 წლის ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის ფინალში იუგოსლავიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გატანილი გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლის ავტორი.[7]
პირველი გოლის ავტორი ევროპის ჩემპიონატების გათამაშების ისტორიაში. ანატოლი ილინმა აღნიშნული გოლი 1958 წლის 28 სექტემბერს უნგრეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მატჩის მე-4 წუთზე გაიტანა. შეხვედრა მოსკოვში, ლენინის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და მას ასი ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. ეს იყო ევროპის თასის პირველი გათამაშების მერვედფინალური ორმატჩიანი ეტაპის პირველი დაპირისპირება, რომელიც საბჭოთა ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით — 3–1 დასრულდა.[8][9]
საბჭოთა კავშირი | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
1952 | 1 | 0 |
1954 | 2 | 1 |
1955 | 5 | 1 |
1956 | 8 | 6 |
1957 | 5 | 4 |
1958 | 9 | 3 |
1959 | 1 | 1 |
ჯამში | 31 | 16 |
ანატოლი ილინმა 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 ბურთი გაიტანა.[10]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1958 | შვედეთი | 11 | თავდამსხმელი | 5 | 2 | 2 | 1 | 2 |
AFS · EU-Football.info · FootballFacts.ru · IMDb · National Football Teams.com · RSSSF · Russian Football News დაარქივებული 2019-12-17 საიტზე Wayback Machine. · Rusteam.permian.ru · Sports-Reference.com · Sport-strana.ru · Transfermarkt · WorldFootball.net |
დიდი რუსული ენციკლოპედია |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.