ამჰერსტი (მასაჩუსეტსი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ამჰერსტი — ქალაქი ჰემპშირის ოლქში, მასაჩუსეტსი, აშშ, მდინარე კონექტიკუტის ხეობა. 2012 წლის გამოკითხვის მიხედვით მისი მოსახლეობა 39.016 ადამიანს შეადგენს,[2] რითიც ის ჰემპშირის ოლქის ყველაზე დიდი დასახლებას წარმოადგენს. ქალაქში განთავსებულია ამჰერსტის კოლეჯი, ჰემპშირის კოლეჯი და მასაჩუსეტსის ამჰერსტის უნივერსიტეტი (სამი უნივერსიტეტი ხუთი კოლეჯის კონსორციუმიდან). ამჰერსტი აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ რეგიონად ითვლება. სხვა მსგავსი სახელის ქალაქებისგან განსხვავებით, ინგლისურ გამოთქმაში არ წარმოითქმება ჰ (გამოითქმის, როგორც „ამ-ერსტი“),[3] საიდანაც მოდის გამოთქმა მხოლოდ ჰ-ა ჩუმად, რაც მისი მოსახლეობის პოლიტიკურ აქტივობაზე მიუთითებს.[4][5]
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ამჰერსტი Amherst | |||
ამჰერსტი | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
შტატი (აშშ)|აშშ-ის ადმინისტრაციული დაყოფა|შტატი | მასაჩუსეტსიმასაჩუსეტსი | ||
ოლქი | ჰემპშირი | ||
კოორდინატები | 42°22′49″ ჩ. გ. 72°31′25″ დ. გ. | ||
დაარსდა | 1703 | ||
ფართობი | 71,7[1] კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 90[1] მ | ||
მოსახლეობა | 39.016[2] კაცი (2012) | ||
სიმჭიდროვე | 543,9 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||
სატელეფონო კოდი | 413 | ||
საფოსტო ინდექსი | 01002 | ||
ოფიციალური საიტი | amherstma.gov | ||
ამჰერსტის ცენტრი, ჩრდილოეთი ამჰერსტი და სამხრეთი ამჰერსტი აშშ-ში სტატისტიკისთვის განსაზღვრული ადგილებია.
ამჰერსტი სპრინგფილდის მეტროპოლიის ნაწილია. ის სპრინგფილდიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 28.9 კილომეტრში მდებარეობს და ცოდნის დერეფნის (ჰარტფორდ-სპრინგფილდი) მეტროპოლიის ყველაზე ჩრდილოეთ ქალაქად ითვლება.