![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d9/Amilakhvari_COA.jpg/640px-Amilakhvari_COA.jpg&w=640&q=50)
ამილახვრები
ქართული თავადური საგვარეულო (გვარადქცეული თანამდებობა). / From Wikipedia, the free encyclopedia
ამილახვრები — თავადთა საგვარეულო ქართლის სამეფოში, მსხვილი სათავადოს, საამილახოროს მფლობელები. ახალდაბის ციხე, შიომღვიმის და სამთავისის მონასტრები მათ საგვარეულო მფლობელობაში შედიოდა. ჰქონდათ აგრეთვე საგვარეულო სასახლეები, ხელისუფლების ინსიგნიები და ოთხი საომარი დროშა, რომელთაგან ერთი — „ამილახვრიანთ საომარი დროშა“ დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში და, დაახლოებით, XV საუკუნით თარიღდება. ამილახვრები ფეოდალური ქართლის თვალსაჩინო პოლიტიკური, სამხედრო და კულტურის მოღვაწენი იყვნენ. ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულიის მიხედვით, სათავადოს უფროსი, ამილახორი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი დიდებული თავადი იყო. მისი შვილები ამილახვრისშვილებად იწოდებოდნენ და, საგავრეულოს სხვა წევრებთან ერთად, მეორე და მესამე ხარისხის თავადებად ითვლებოდნენ. სათავადოს უფროსი, ჩვეულებრივ, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორი მოურავიც იყო[2]. სხვადასხვა დროს ამილახვრებს ეკავათ ეშიკაღასბაშის, ბოქაულთუხუცესის, ყორჩიბაშის, მოლარეთუხუცესისა და სხვა თანამდებობები[3][4].
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამილახვარი. |
ამილახვრები | |
---|---|
![]() ქონგურისებრად გადაკვეთილი ფარის ზედა ოქროს ველზე მიქაელ მთავარანგელოზი ხმლით; ქვედა მეწამულ ველზე ოქროს საწმისი. მანტია და სათავადო გვირგვინი[1]. | |
პერიოდი | XV საუკუნიდან |
დევიზი | მეფისა მტერსა ლახვარი, ვამტკიცებ ამილახვარი |
ტიტული | თავადი |
დამფუძვნებელი | იოთამ ზედგენიძე |
განშტოებები | ემუხვარები, ხიდირბეგიშვილები, ზერეკიძეები, გურამიშვილები და ტუსიშვილები |
ქვეშევრდომობა | ქართლის სამეფო, ქართლ-კახეთის სამეფო |
სამფლობელოები | საამილახორო |
სასახლეები | ამილახვართა ციხე-დარბაზები |
სამხედრო საქმიანობა |
პაპუნა ამილახვარი — XVII საუკუნის I მეოთხედის ქართლის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე; იასე ამილახვარი — ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე; ივანე ამილახვარი — რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი; დიმიტრი ამილახვარი — საფრანგეთის არმიის ოფიცერი; |
რელიგიური საქმიანობა | ნიკოლოზ IX ამილახვარი — კათოლიკოს-პატრიარქი |