ამერიკის კინოინსტიტუტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიკის კინოინსტიტუტი (ინგლ. The American Film Institute) — დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს კინემატოგრაფიის განვითარებას აშშ-ში. დაფუძნდა ხელოვნების ეროვნული ფონდის მიერ 1965 წელს და დადგენილი იქნა 1967 წელს, მაშინ როდესაც პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა ხელი მოაწერა კანონს ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების ეროვნული ფონდის შესახებ.
ამერიკის კინოინსტიტუტი | |
---|---|
ინგლ. American Film Institute | |
შეიქმნა | 5 ივნისი, 1967; 57 წლის წინ (1967-06-05)[1] |
ტიპი | კინოსკოლა და კერძო, არაკომერციული საგანმანათლებლო დაწესებულება |
შტაბ-ბინა | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
მნიშვნელოვანი პირები | ბობ გაზალე, სერ ჰაუარდ სტრინგერი, რობერტ დეილი |
ფონდები | 13 500 946[2] |
მისამართი | 2021 N Western Ave, Los Angeles, CA, 90027-1625[2] |
ქვეყანა | აშშ |
*ოფიციალური საიტი |
ინსტიტუტის პირველი მმართველი და აღმასრულებელი დირექტორი იყო ჯორჯ სტივენს უმცროსი. 2007 წლიდან დღემდე ამ თანამდებობას იკავებს ბობ გაზალე.
1987 წელს ინსტიტუტმა ორგანიზება გაუკეთა საკუთარ კინოფესტივალს — AFI Fest, რომელიც ტარდება ყოველწლიურად. AFI Fest გახდა პირველი ფესტივალი, რომელსაც მიენიჭა აკრედიტაცია FIAPF-სგან.
1998 წელს ინსტიტუმა ამერიკული კინოს ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიწყო AFI 100 Years…-ის ციკლი,[3] რომლის მიზანია კინოს ისტორიისადმი ინტერესის გაღვივება. ორგანიზაცია აგრეთვე დაკავებულია ძველი, განადგურების ქვეშ მყოფი კინოფირების შენარჩუნებით.