From Wikipedia, the free encyclopedia
ამადეო VIII სავოიელი (იტალ. Amadeo VIII di Savoia), მეტსახელად მშვიდობისმოყვარე (იტალ. il Pacifico; დ. 4 სექტემბერი, 1383 — გ. 7 იანვარი, 1451) — იტალიელი არისტოკრატი. სავოიის გრაფი 1391-1416 წლებში და სავოიის პირველი ჰერცოგი 1416-1440 წლებში. კათოლიკური ეკლესიის ანტიპაპი ფელიქს V-ის სახელით 1439-1449 წლებში. პაპ ევგენი IV-ისა და ნიკოლოზ V-ის ოპოზიციონერი.
ამადეო VIII სავოიელი | |
---|---|
სავოიის გრაფი | |
მმართ. დასაწყისი: | 1391 |
მმართ. დასასრული: | 1416 |
წინამორბედი: | ამადეო VII |
მემკვიდრე: | წოდება გაუქმდა |
სავოიის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1416 |
მმართ. დასასრული: | 1440 |
წინამორბედი: | წოდება შეიქმნა |
მემკვიდრე: | ლუდოვიკო I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 4 სექტემბერი, 1383 |
გარდ. თარიღი: | 7 იანვარი, 1451, (67 წლის) |
მეუღლე: | მარი ბურგუნდიელი |
შვილები: |
მარია, მილანის ჰერცოგინია ლუდოვიკო I, სავოიის ჰერცოგი მარგერიტა, ნეაპოლის დედოფალი |
მამა: | ამადეო VII, სავოიის გრაფი |
დედა: | ბონა ბერელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ამადეო დაიბადა 1383 წლის 4 სექტემბერს ქალაქ შამბერში. იგი იყო სავოიის გრაფ ამადეო VII-ისა და მისი ცოლის, წარმოშობით ფრანგი დიდებულის, ბონა ბერელის უფროსი ვაჟი. 1391 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ იგი სავოიის გრაფი გახდა ამადეო VIII-ის სახელით. გამოჩენილი ერთგულებისათვის 1416 წელს საღვთო რომის იმპერატორმა სიგიზმუნდ I-მა იგი ჰერცოგის რანკში აამაღლა.
საფრანგეთსა და ინგლისს შორის ასწლიანი ომის დასასრულს, ამადომ ისარგებლა მათი მოლაპარაკებებით და გარკვეული ტერიტორიები შემოიმტკიცა. მას შემდეგ, რაც მისი ცოლი მარი ბურგუნდიელი გარდაიცვალა, 1434 წელს მან დააარსა წმინდა მორისის სახელობის ორდენი. იგი თავის თანამოაზრე სხვა ექვს ბერთან ერთად განმარტოვებით ცხოვრობდა ჟენევის მახლობლად, რიპელის ციხესიმაგრეში. 1439 წელს იგი ტახტიდან თავისი ვაჟის სასარგებლოდ გადადგა, რათა კარდინალი გამხდარიყო.
1439 წლის ნოემბერში ბაზელ-ფერარა-ფლორენციის კოსილიუმზე ამადეო პაპ ევგენი IV-ის ოპოზიციონერ ანტიპაპად იქნა არჩეული ფელიქს V-ის სახელით. ის და მისი მომხრეები ცდილობდნენ პაპის გავლენის შემცირებასა და კათოლიკურ ეკლესიაში არსებული უზნეობის აღმოფხვრას.
1447 წელს, პაპი ევგენის გარდაცვალების შემდეგ, ბევრი მოითხოვდა მის რომის პაპად დასმას. მიუხედავად ამისა, კონკლავმა პაპად ნიკოლოზ V აირჩია, რის გამოც კინაღამ რიგით მეორე საეკლესიო სქიზმა მოხდა.1449 წელს მან აღიარა ნიკოლოზ V-ის უფლებამოსილება და დატოვა თანამდებობა. იგი გახდა უკანასკნელი ანტიპაპი ისტორიაში, თუმცა სულ რამდენიმე წელიწადში მარტინ ლუთერისა და სხვა პროტესტანტების მეთაურობით მაინც დაიწყო რეფორმაცია, რომელიც მთელ ევროპას მოედო.
გადადგომიდან ორ წელიწადში, 1451 წლის 7 იანვარს 67 წლის ამადეო გარდაიცვალა.
ამადეომ 1401 წლის მაისში ცოლად შეირთო ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და მისი მეუღლის, მარგარიტა ფლანდრიელის უფროსი ქალიშვილი მარი ბურგუნდიელი, რომელთანაც ათი შვილი შეეძინა:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.