From Wikipedia, the free encyclopedia
მარი ბურგუნდიელი (ფრანგ. Marie de Bourgogne, იტალ. Maria di Borgogna; დ. სექტემბერი, 1386 — გ. 8 ოქტომბერი, 1422) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და მარგარიტა ფლანდრიელის ქალიშვილი. სავოიის ჰერცოგინია 1393-1422 წლებში როგორც ამადეო VIII-ის მეუღლე.
მარი ბურგუნდიელი | |
---|---|
სავოიის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 30 ოქტომბერი, 1393 |
მმართ. დასასრული: | 8 ოქტომბერი, 1422 |
წინამორბედი: | ბონა ბერელი |
მემკვიდრე: | ანა კვიპროსელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | სექტემბერი, 1386 |
გარდ. თარიღი: | 8 ოქტომბერი, 1422, (36 წლის) |
მეუღლე: | ამადეო VIII, სავოიის ჰერცოგი |
შვილები: | ცხრა შვილი |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | ფილიპ II, ბურგუნდიის ჰერცოგი |
დედა: | მარგარიტა ფლანდრიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მარი დაიბადა 1386 წლის სექტემბერში. იგი იყო ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და მისი მეუღლის, მარგარიტა ფლანდრიელის მერვე შვილი ცხრიდან.
ჰერცოგ ფილიპს, მთელი ევროპის მონარქებთან ჰქონდა დინასტიური კავშირები შექმნილი, მან თავისი ვაჟი, პრინცი ჟანი დააქორწინა მარგარეტ ბავარიელზე, თავისი ერთი ქალიშვილი ინგლისში გაათხოვა, ხოლო მეორე, პრინცესა კატრინი ავსტრიის ჰერცოგ ლეოპოლდ IV-ზე დააქორწინა. ფილიპის ამბიციებს დასასრული არ ჰქონდა და ამჯერად სავოიასთან მოისურვა კავშირის შექმნა, რისთვისაც მან მარი დანიშნა სავოიის გრაფ ამადეო VII-ისა და ბონა ბერელის ვაჟ ამადეო VIII-ზე. საქორწინო კონტრაქტი 1386 წლის 11 ნოემბერს დაიდო. 1393 წლის 30 ოქტომბერს შედგა მარისა და ამადეოს მარიონეტული, 1401 წელს კი უკვე ნამდვილი ქორწინება.
1416 წელს საღვთო რომის იმპერატორმა სიგიზმუნდ I-მა ამადეო VIII სავოიის გრაფობიდან სავოიის ჰერცოგობამდე აამაღლა, რითაც მარი სავოიის პირველი ჰერცოგინია გახდა.
მარი გარდაიცვალა 1422 წლის 8 ოქტომბერს, იგი დაკრძალეს ოტეკომბის სააბატოში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.