Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
მარგარეტ ბავარიელი (გერმ. Margarete von Bayern, ფრანგ. Marguerite de Bavière; დ. 1363 — გ. 23 იანვარი, 1424) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის ჰერცოგ ალბერტ I-ისა და მისი პირველი ცოლის, მარგარეტე ბრიუგელის შუათანა ასული. ბურგუნდიის ჰერცოგინია 1404-19 წლებში როგორც ჟან I უშიშის მეუღლე. თავისი ვაჟის, ჰერცოგ ფილიპ III-ის რეგენტი 1419-23 წლებში.
მარგარეტ ბავარიელი | |
---|---|
არტუას, ფლანდრიის, ნევერისა და შაროლუას გრაფინია, ბურგუნდიის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 27 აპრილი, 1404 |
მმართ. დასასრული: | 10 სექტემბერი, 1419 |
წინამორბედი: | მარგარიტა III ფლანდრიელი |
მემკვიდრე: | მიშელ დე ვალუა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1363 |
გარდ. თარიღი: | 23 იანვარი, 1424, (60-61 წლის) |
გარდ. ადგილი: | დიჟონი, ბურგუნდია |
მეუღლე: |
ჟან I, ბურგუნდიის ჰერცოგი (ქ. 1385 - გარდ. 1419) |
შვილები: |
კატრინი მარგარიტა, საფრანგეთის დოფინი მარი, კლევის ჰერცოგინია ფილიპ III, ბურგუნდიის ჰერცოგი იზაბელი, პენტიევრის გრაფინია ჟანა ანა, ბედფორდის ჰერცოგინია აგნესი, ბურბონის ჰერცოგინია |
დინასტია: | ვიტელსბახები |
მამა: | ალბერტ I, ბავარიის ჰერცოგი |
დედა: | მარგარეტე ბრიუგელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მარგარეტი დაიბადა 1363 წელს. იგი იყო ბავარია-სტრაუბინგის ჰერცოგის, ენოს, ჰოლანდიისა და ზელანდიის გრაფისა და ასევე ფრიზიის ლორდ ალბერტ I-ისა და მისი პირველი მეუღლის, მარგარეტე ბრიუგელის შუათანა ქალიშვილი.
1385 წელს მარგარეტი ქალაქ კამბრში მიათხოვეს ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ II-ის უფროს ვაჟს, ნევერის გრაფ ჟან უშიშს. ეს იყო ორმაგი დინასტიური ქორწინება ბურგუნდიისა და ბავარიის სამეფო კარებს შორის, რომელიც ჟანის დედის, გრაფინია მარგარიტა III ფლანდრიელის თაოსნობით შედგა. მარგარეტთან და ჟანთან ერთად დაქორწინდნენ მათი და-ძმაც — ვილჰელმ ბავარიელი და მარგარიტა ბურგუნდიელი. 1404 წელს ჟან უშიშის მამა, ხოლო 1405 წელს კი დედაც გარდაიცვალა, რის შემდეგაც ჟანი და მარგარეტი ადიან ბურგუნდიის, ფლანდრიისა და არტუას ტახტზე. მათ ქორწინებიდან მხოლოდ ერთი ვაჟი და შვიდი გოგონა შეეძინათ.
1419 წელს, ჟანის მკვლელობის შემდეგ ტახტზე მათი ვაჟი ფილიპ III ავიდა, მისი მცირეწლოვანების გამო კი 1423 წლამდე მის რეგენტად მარგარიტა დაინიშნა. ფილიპის ზრდასრულობის იუბილედან სულ რამდენიმე თვეში, 1424 წლის 23 იანვარს მარგარეტ ბავარიელი გარდაიცვალა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.