მდინარე მაკედონიაში, საბერძნეთი From Wikipedia, the free encyclopedia
ალიაკმონი (ბერძ. Αλιάκμονας; სლავ. Бистрица, Bistritsa)[1][2] — მდინარე ჩრდილოეთ საბერძნეთში. სათავე აქვს ვერნოსისა და გრამოსის მთებში, ალბანეთის საზღვართან ახლოს. სიგრძე 322 კმ.
ალიაკმონი | |
---|---|
ხიდი მდინარე ალიაკმონზე | |
ქვეყანა | საბერძნეთი |
სათავე |
ვერნოსისა და გრამოსის მთები |
შესართავი |
თერმეკოსის ყურე 40°28′53″ ჩ. გ. 22°38′27″ ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | საბერძნეთი |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 322 კმ |
ალიაკმონის აუზი | |
— სათავე, — შესართავი | |
ალიაკმონი ვიკისაწყობში |
მიედინება კასტორიის, გრევენის, იმათიისა და პიერიის ნომების ტერიტორიებზე.
ზემო დინებაში მთის მდინარეა, გამოკვეთილი ღრმა ხეობით, შუა დინებაში გაედინება მთათაშორის ქვაბულში, ხოლო ქვემო დინებაში სალონიკის დაბლობზე. ერთვის ეგეოსის ზღვის თერმეკოსის ყურეს. მდინარის წყალს იყენებენ სარწყავად.
ალიაკმონზე აშენებულია ორი მსხვილი წყალსაცავი : მთის ტბა ალიაკმონასი და უფრო ქვემოთ სფიკია.
ბერძნულ მითოლოგიაში ალიაკმონი იყო მდინარის ღმერთი, ოკეანოსის შვილი. გარდა ამისა ღმერთისა (Αλιάκμον) და მდინარის სახელი (Αλιάκμωνας) შესაძლოა წარმოადგენდეს სითეზსს ძველი ბერძნული სიტყვებისა άλς (θάλασσα - ზღვა) და άκμων (αμόνι - ფორმირება, დამუშავება).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.