![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/03/AlejandroKara%25C4%2591or%25C4%2591evi%25C4%2587--storyofredcrossu00berruoft.png/640px-AlejandroKara%25C4%2591or%25C4%2591evi%25C4%2587--storyofredcrossu00berruoft.png&w=640&q=50)
ალექსანდრე I (იუგოსლავია)
From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრე პირველი,[1] ასევე ცნობილი როგორც ალექსანდრე უნიფი[2]-1914 წლიდან იყო სერბეთის სამეფოს პრინცი, მოგვიანებით კი იუგოსლავიის მეფე 1921 წლიდან 1934 წლამდე. იგი მოკლეს საფრანგეთში, მარსელში, სახელმწიფო ვიზიტის დროს.[3]
იუგოსლავიის სამეფო მდებარეობდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, დღევანდელი სლოვენიის, ხორვატიის, სერბეთის, ჩერნოგორიის, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მაკედონიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. აღნიშნული სახელწოდება მიიღო 1929 წლის 6 იანვარს. მანამდე ეწოდებოდა სლოვენების, ხორვატების და სერბების სახელმწიფო.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/80/King_Alexander_Kara%C4%91or%C4%91evi%C4%87_and_vojvoda_%C5%BDivojin_Mi%C5%A1i%C4%87_in_1918.jpg/320px-King_Alexander_Kara%C4%91or%C4%91evi%C4%87_and_vojvoda_%C5%BDivojin_Mi%C5%A1i%C4%87_in_1918.jpg)
ალექსანდრე I კარაგეორგიევიჩი (1888-1934 წლები) ყოველთვის კატეგორიულ უარს აცხადებდა სამშაბათ დღეს მონაწილეობა მიეღო რაიმე სახის საჯარო ღონისძიებაში. სერბი მონარქის ეს უცნაური გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმ ტრაგედიით, რომელიც მას თავს დაატყდა: ოჯახის სამი წევრი იუგოსლავიის მეფემ სწორედ რომ კვირის ამ დღეს დაკარგა. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. ბოლოს და ბოლოს კი, კარაგეორგიევიჩმა გადაწყვიტა, რომ მისთვის ტრადიციად ქცეულ „ცრურწმენით” აღსავსე ჩვევაზე უარი თავისივე ნებით განეცხადებინა. ბედის ირონიით, მარსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სერბული ნაციონალიზმის გულმხურვალე აპოლოგეტის – ალექსანდრე პირველისა და საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მინისტრის – ფრანსუა პიეტრის საქმიანი შეხვედრა 1934 წლის 9 ოქტომბერს (სამშაბათ დღეს) იქნა ჩანიშნული. მაშინ, როდესაც ალექსანდრე ნელა მოძრაობდა მანქანით ქუჩებში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლუი ბარტუსთან ერთად, შეიარაღებულმა პირმა, ბულგარელმა ვლადო ჩერნოზემსკიმ, ორჯერ ესროლა მეფეს.[4]ეს დღე კი, როგორც კარაგეორგიევიჩის ოჯახის სხვა სამი დანარჩენი წევრისათვის, ტრაგიკულად იქნა დასრულებული მისთვისაც: ალექსანდრე I მოკლული იქნა მარსელში. მასთან ერთად მოკლეს ლუი ბარტუც.[5]