![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/57/Alexander_II_of_Imereti_%2528crop%2529.jpg/640px-Alexander_II_of_Imereti_%2528crop%2529.jpg&w=640&q=50)
ალექსანდრე II (იმერეთის მეფე)
From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრე II (გ. 1510), იმერეთის მეფე (1484-1510). ბაგრატ VI-ის ძე. მამის გარდაცვალების (1478) შემდეგ მან ვერ შეძლო იმერეთში გამეფება ოპოზიციურად განწყობილი მთავრების (შარვაშიძე, დადიანი, გურიელი, გელოვანი) წინააღმდეგობის გამო. ამით ისარგებლა ქართლის მეფემ კონსტანტინე II-მ (1479-1505) და ხელთ იგდო იმერეთის ტახტი. 1484 წელს ალექსანდრე II-მ შეძლო მცირე ხნით დაუფლებოდა მამისეულ ტახტს, მაგრამ ქართლის მეფე ლიხთ-იმერეთს არ თმობდა. მხოლოდ 1488 წელს სძლია ალექსანდრე II-მ საბოლოოდ კონსტანტინეს და დადიან-გურიელიც შემოირიგა, შემდეგ კი თვითონ დაიწყო ბრძოლა ქართლის შემოსაერთებლად. 1509 წელს აიღო გორი და ჩრდილოეთ-დასავლეთ ქართლში გაბატონდა. მაგრამ ქართლ-იმერეთის გაერთიანების გეგმა განუხორციელებელი დარჩა. ოსმალთა შემოსევამ აიძულა იგი ქართლისათვის თავი მიენებებინა. თურქებთან დაპირისპირებიდან მალევე მეფე დასნეულდა და გარდაიცვალა. მის შემდეგ იმერეთის ტახტზე მისი 15 წლის ვაჟი, ბაგრატ III ავიდა.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალექსანდრე II. |
ალექსანდრე II | |
---|---|
![]() | |
იმერეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1484 |
მმართ. დასასრული: | 1510 |
წინამორბედი: | ბაგრატ II |
მემკვიდრე: | ბაგრატ III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ? |
გარდ. თარიღი: | 1510 წლის 1 აპრილი |
მეუღლე: | თამარი |
შვილები: |
1.ბაგრატ III 2.დავითი 3.ვახტანგი 4.გიორგი 5.დიმიტრი |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | ბაგრატ VI |
დედა: | ელენე |
ხელმოწერა: |
![]() |