![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/44/Algeti_River.jpg/640px-Algeti_River.jpg&w=640&q=50)
ალგეთი
მდინარე საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ალგეთი[1] — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში. სიგრძე 108 კმ, აუზის ფართობი 763 კმ². სათავე აქვს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, კლდეკარის კლდეების მახლობლად, ზღვის დონიდან 1900 მ. ზემოწელში მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ღრმა, ტყიან, ხოლო სოფელ ტბისიდან — ვიწრო, კლდოვან ხეობაში, მარნეულთან კი გამოდის ვაკეზე, მდინარე მტკვარს ერთვის მარჯვნიდან, სოფელ ქესალოს მახლობლად. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წლიური ჩამონადენის დაახლოებით 45 %-ს შეადგენს წვიმის, 25 %-ს — თოვლის, 30 %-ს მიწისქვეშა წყალი. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის დამდეგს იცის, წლის სხვა დროს წყალმცირეა. ჩამონადენის მინიმუმი ოქტომბერშია. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის თითქმის 48,1 % ზაფხულზე — 32,4 %, ზამთარში — 11,6 %, შემოდგომაზე — 7,9 %.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალგეთი (მრავალმნიშვნელოვანი). |
ალგეთი | |
---|---|
![]() მდინარე ალგეთი | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | ქვემო ქართლის მხარე |
სათავე |
თრიალეთის ქედი 41°44′15″ ჩ. გ. 44°12′18″ ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1900 მ |
შესართავი |
მტკვარი 41°23′01″ ჩ. გ. 45°03′01″ ა. გ. |
სიგრძე | 108 კმ |
აუზის ფართობი | 763 კმ² |
![]() ![]() | |
![]() |