From Wikipedia, the free encyclopedia
ალანდის კუნძულები (შვედ. Åland, ფინ. Ahvenanmaa, აჰვენანმაა), ყოფილი პრინცესას კუნძულები — ფინეთის ავტონომიური რეგიონი, მდებარეობს არქიპელაგზე ბალტიის ზღვასა და ბოტნიის ყურეს შორის. წარმოდგენილია 60 დასახლებული კუნძულითა და 6000 დაუსახლებელი პატარა კუნძულებით. ტერიტორია მოიცავს 1580 კვადრატულ კილომეტრს, მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 29 000 ადამიანს, დედაქალაქი, უდიდესი ქალაქი და მთავარი სატრანსპორტო და კულტურული ცენტრია მარიენჰამნი (მოსახლეობა — 11 500).
ალანდის კუნძულები Landskapet Åland Ahvenanmaan maakunta ალანდი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
ჰიმნი: Ålänningens sång |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | მარიენჰამნი 60°07′ ჩ. გ. 19°54′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | შვედური | |||||
რელიგია | ლუთერანობა | |||||
მთავრობა | ავტონომიური რეგიონი | |||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 1 580 კმ2 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2013 შეფასებით | 28 666 | ||||
მშპ (მუპ) | 2007 შეფასებით | |||||
- | სულ | $ 1.563 მილიარდი | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $ 55 829 | ||||
აგი (2007) | 0.967 (ძალიან მაღალი) | |||||
ვალუტა | ევრო (EUR ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+02:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+03:00 (UTC) | ||||
Internet TLD | .ax | |||||
სატელეფონო კოდი | +358 |
რეგიონის ოფიციალური ენაა შვედური, ყოველდღიურობაში შვედური ენის ალანდურ კილოზე საუბრობენ, იშვიათად გამოიყენება ფინური ენაც. მორწმუნეთა უმეტესობა ქრისტიანობის პროტესტანტული ფრთის მიმდევრები არიან, კერძოდ ლუთერანები.
ალანდის კუნძულებს განსაკუთრებული ავტონომიური სტატუსი აქვთ, რომელიც 1921 წელს ალანდის კრიზისის შემდეგ მიენიჭათ.
ძირითადად:
ყირიმის ომის შემდეგ, როდესაც ვორმარსუნდის ციხესიმაგრე ჯერ ალყაში მოექცა, მერე კი აფეთქებულ იქნა, ალანდის კუნულებს განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭათ:
ფინეთის ყველა დანარჩენი მოქალაქისგან განსხვავებით, ალანდის მკვიდრთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა არ ევალებათ.
ალანდის კუნძულების საკანონმდებლო ორგანოა ალანდის პარლამენტი (ლაგტინგეტი), რომელიც შედგება 30 წევრისაგან. პარლამენტის წევრები აირჩევიან პირდაპირი და ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით. ხმის მიცემა უნდა იყოს უნივერსალური და თანაბარი. მანდატების განაწილება ხდება დ’ონტის მეთოდით. ალანდის პარლამენტის სამუშაო ენაა შვედური. მისი სტრუქტურა შედგება პრეზიდიუმის, მუდმივმოქმედი კომიტეტების, სპიკერების კონფერენციის, ავტონომიის კომიტეტისა და პარლამენტის ბიბლიოთეკისაგან.
ალანდის კუნძულების აღმასრულებელი ორგანოა ალანდის მთავრობა. მთავრობის ფორმირების პროცესი იწყება ალანდის საპარლამენტო ჯგუფების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მოლაპარაკებებს სამთავრობო პროგრამასა და აღმასრულებელი ორგანოს შემადგენლობაზე. ამ დისკუსიების შემდეგ, პარლამენტის სპიკერი ასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ჩვეულებრივ, ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს. პრემიერ-მინისტრი ალანდის მთავრობის მეთაურია, რომელსაც საერთო ჯამში შეიძლება ჰყავდეს რვა წევრი. ერთ-ერთი მათგანი არის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, რომელიც ასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში. მთავრობაში სამინისტროების გარდა, რამდენიმე სპეციალიზებული ორგანო შედის, როგორიცაა საკანონმდებლო საკონსულტაციო ოფისი, შიდა აუდიტის განყოფილება, სტატისტიკისა და კვლევის ოფისი, მონაცემთა დაცვის ოფისი და ომბუდსმენი.
ალანდის კუნძულების აღმასრულებელი ორგანო პასუხისმგებელია მმართველობის ყველა სფეროზე, რომელიც ავტონომიის შესახებ აქტით მიეკუთვნება ალანდის უფლებამოსილებას. მთავრობა აქტიურად მონაწილეობს საკანონმდებლო პროცესში, სარგებლობის საკანონმდებლო ინიციატივით ალანდის პარლამენტში და მჭიდროდ თანამშრომლობს ფინეთის ხელისუფლებასთან ყველა იმ საკითხში რომელიც საერთო სფეროს წარმოადგენს.
ალანდის კუნძულებზე ფინეთის მთავრობას წარმოადგენს გუბერნატორი. გუბერნატორს ნიშნავს რესპუბლიკის პრეზიდენტი მას შემდეგ, რაც აღნიშნულთან დაკავშირებით შეუთანხმდება ალანდის პარლამენტის თავმჯდომარეს. თკი კონსენსუსი ვერ მიიღწევა მაშინ პრეზიდენტი ნიშნავს გუნერნატორს ალანდის პარლამენტის მიერ წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან ერთ-ერთს.
ალანდის დელეგაცია წარმოადგენს ალანდის კუნძულების და სახელმწიფოს ერთობლივ ორგანოს. ალანდის დელეგაციის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს გუბერნატორის ან სხვა პირი, რომელსაც რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიშნავს ალანდის კუნძულების პარლამენტის სპიკერის თანხმობით. დელეგაციის თავმჯდომარის მიერ უფლება-მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მას ასრულებს ვიცე-თავმჯდომარე, რომელსაც ასევე ნიშნავს პრეზიდენტი, პარლამენტის სპიკერის თანხმობით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.