From Wikipedia, the free encyclopedia
შვედური ენა — შვედების ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის გერმანიკულ ჯგუფს. შვედურ ენაზე საუბრობენ შვედეთში და ფინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ალანდის კუნძულების გასწვრივ. მოლაპარაკეთა რიცხვი 10 მილიონს აჭარბებს. შვედური ენა ახლოს დგას ნორვეგიულ ენასთან, შედარებით განცალკევებულია დანიურისგან. დანარჩენი გერმანიკული ენების მსგავსად შვედურიც ძველნორდიკულიდან იღებს სათავეს. ან ენაზე საუბრობდა გერმანიკული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვიკინგების ეპოქაში
ენები, რომლებზეც დღევანდელ სკანდინავიაში ლაპარაკობენ, განვითარდა ძველსკანდინავიურისგან. ვაჭარ-ვიკინგები ენას მთელს ევროპაში ავრცელებდნენ. დასავლეთით კუნძულ ისლანდიასა და ჩრდილოეთ ამერიკის ნაპირებს მიაღწიეს, აღმოსავლეთით თანამედროვე რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიებს. შეიძლება ითქვას, რომ ძველსკანდინავიური ენა ფართოდ იყო გავრცელებული შუა საუკუნეებში. სკანდინავიურთაგან სამი კონტინენტური ენა - შვედური, დანიური და ნორვეგიული 1050 წლამდე თითქმის ერთ ენას წარმოადგენდა, შემდეგ კი გაყოფა იწყო. მოგვიანებით უკვე ქვემოგერმანულის გავლენა ძლიერდება, განსაკუთრებით, ჰანზას დაქვემდებარებულ ქალაქებში. შვედეთის სახელმწიფოს სტანდარტული სადამწერლობო ენა სვეებისა და იოტების დიალექტებზე ჩამოყალიბდა. შვედური ენა სერიოზულ ფორმირებას XIV საუკუნიდან იწყებს, როდესაც ქვეყნის სათავეში მაგნუს II ერიქსონი დგას. თანამედროვე სალაპარაკო შვედურის სტანდარტი XIX საუკუნეში განისაზღვრა, რასაც წინ უძღვოდა ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია. საბოლოო შტრიხები კი 1920-იან წლებში შეიძინა რადიომაუწყებლობის დაწყებასთან ერთად.
თანამედროვე ლიტერატურული ნორმა ჩამოყალიბდა სტოკჰოლმისა და მელარენის ტბის ოლქის დიალექტების საფუძველზე. მე-18 საუკუნეში სტოკჰოლმის დიალექტმა მთლიანად განდევნა რეგიონული დიალექტები. შვედური ენის დიალექტები საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მთელი რიგი ნიშნებით.
ოფიციალური ენა:
გავრცელების არეალი:
ფრაზები და სიტყვები
რიცხვები
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.