აზიზ სანჯარი
თურქი და ამერიკელი ბიოქიმიკოსი / From Wikipedia, the free encyclopedia
აზიზ სანჯარი ან აზიზ სანკარი (თურქ. Aziz Sancar; ინგლ. Aziz Sancar; დ. 8 სექტემბერი, 1946) — თურქი და ამერიკელი ბიოქიმიკოსი. 1969 წელს დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1971 წელს საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.[8] დალასის ტეხასის უნივერსიტეტში გაიარა მაგისტრატურა და ასპირანტურა მოლეკულური ბიოლოგიის განხრით (M.S., 1975; Ph.D., 1977).[9] 1977-1982 წლებში იყო იელის უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში. 1982 წლიდან ჩაპელ-ჰილის ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტშია (1988 წლიდან პროფესორი). მისი მეუღლე გვენ სანჯარი (ქალიშვილობის გვარით ბოულზი; ესტა გვენდოლინ ბოულზ სანჯარი)[10] აგრეთვე ბიოქიმიკოსია და ამასთანავე დალასის ტეხასის უნივერსიტეტის გამომშვები და ჩაპელ-ჰილის ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორი.[11] აზიზ სანჯარს 2015 წელს ტომას ლინდალსა და პოლ მოდრიჩსთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიის დარგში. მეცნიერები დნმ-ის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის (რეპარაციის) პროცესის შესწავლისთვის დაჯილდოვდნენ.
აზიზ სანჯარი | |
---|---|
თურქ. Aziz Sancar | |
დაბ. თარიღი | 8 სექტემბერი, 1946(1946-09-08)[1] (77 წლის) |
დაბ. ადგილი | სავური |
მოქალაქეობა |
თურქეთი აშშ |
ეროვნება | თურქები[2] |
საქმიანობა | ბიოქიმიკოსი, molecular biologist, უნივერსიტეტის პროფესორი, გენეტიკოსი და მეცნიერი[3] |
მუშაობის ადგილი | ჩაპელ-ჰილის ჩრდილოეთ კაროლინის უნივერისტეტი |
ალმა-მატერი | სტამბოლის სამედიცინო სკოლა, დალასის ტეხასის უნივერსიტეტი, სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი და სტამბოლის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ნობელის პრემია ქიმიაში[4] [5] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, საპრეზიდენტო ჯილდო ახალგაზრდა მკვლევარებისთვის, Bert and Natalie Vallee Award in Biomedical Science[6] , აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის საპატიო დიპლომი, North Carolina Award for Public Service[7] და ნობელის პრემია |
საიტი | sancar.org |