From Wikipedia, the free encyclopedia
ავღანეთის სამეფო (პუშტუ د افغانستان واکمنان, სპარს. پادشاهي افغانستان) — ისტორიული სახელმწიფო თანამედროვე ავღანეთის ტერიტორიაზე, რომელიც დაარსდა 1926 წელს ამანულა ხანის მიერ და არსებობა შეწყვიტა 1973 წელს, რევოლუციისას. თავის დროზე, მან ჩაანაცვლა მანამდე არსებული ავღანეთის საამირო.
ავღანეთის სამეფო د افغانستان واکمنان | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
დევიზი Schahe ghajur-o-mehrabane ma ჩვენი სიმამაცე და კეთილშობილი მეფე | |||||||||
დედაქალაქი | ქაბული | ||||||||
ენა | პუშტუ სპარსული | ||||||||
რელიგია | სუნიტური ისლამი | ||||||||
ფულის ერთეული | ავღანი | ||||||||
წინამორბედი: ავღანეთის საამირო |
მემკვიდრე: ავღანეთის რესპუბლიკა | ||||||||
ფართობი | 647,500 კმ | ||||||||
მოსახლეობა | 11,966,400 | ||||||||
მმართველობის ფორმა | კონსტიტუციური მონარქია | ||||||||
- 1926-1929 | ამანულა ხანი (პირველი) | ||||||||
- 1933-1973 | მუჰამედ ზაჰირ-შაჰი (ბოლო) | ||||||||
ავღანეთის ამირა ამანულა ხანი ქვეყნის მოდერნიზაციისათვის იბრძოდა და ცდილობდა ავღანეთში დასავლური ფასეულობები დაენერგა, რის გამოც 1926 წელს ავღანეთის საამირო გააუქმა და მის ადგილზე ავღანეთის სამეფოს შექმნის შესახებ გამოაცხადა. იგი თავის ცოლთან, დედოფალ სორაიასთან ერთად ატარებდა არაერთ რეფორმას, რომელიც მიზნად ისახავდა ქალთა უფლებების დაცვასა და ქვეყანაში განათლების დონის აწევას. 1927 წელს, როდესაც მეფე-დედოფალი ევროპაში იმყოფებოდა, ავღანეთში აჯანყებამ იფეთქა. აჯანყება სულ სამ დღეს გაგრძელდა და მას მეფის კონსერვატორი ძმა, ინაითულაჰი მართავდა. იგი ცდილობდა გაეუქმებინა სამეფო წყობა და აღედგინა საამირო, თუმცა ამაოდ.
10 თვის შემდეგ, ამანულა ხანის ომის მინისტრი ღალატის გამო გადასახლებულ იქნა ბრიტანეთის ინდოეთში. ბრიტანეთის დამხმარე ჯარებმა მალევე დაიკავა ქაბული და მეამბოხეებს დანებება აიძულა. მიუხედავად ამისა, ამანულამ ხალხის გულის მოგება ვერ მოახერხა, რის გამოც სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად 1929 წელს ტახტიდან გადადგა თავისი ძმის, ინაითულაჰ ხანის სასარგებლოდ. სულ რამდენიმე დღეში ინაითულაჰი დაამხეს და ტახტზე სრულიად სხვა საგვარეულოს წარმომადგენელი, ჰაბიბულა კალაქანი დასვეს, რომელიც ამავე წლის ოქტომბერში ჩამოაგდეს და ტახტზე გამოჩენილი სამხედრო, მუჰამედ ნადირ-შაჰი დასვეს.
მუჰამედ ნადირ-შაჰმა ავღანეთში მთელი რიგი დემოკრატიული რეფორმები გაატარა. 1931 წელს მიიღეს ავღანეთის პირველი კონსტიტუცია. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ავღანეთს ნეიტრალიტეტი ჰქონდა, ნადირ-შაჰი აშკარად პრობრიტანული პოლიტიკის გამტარებელი იყო. მისმა მკაცრმა მიდგომებმა ქვეყანაში უკმაყოფილოთა რიცხვის ზრდა გამოიწვია, რის გამოც, 1933 წლის 8 ნოემბერს, საზეიმო ცერემონიალზე ნადირ-შაჰი მოკლეს, რის შემდეგაც ტახტი მისმა ვაჟმა, მუჰამედ ზაჰირ-შაჰმა დაიკავა. მისი მმართველობა 39 წელს გაგრძელდა და იგი ავღანეთის ისტორიაში უკანასკნელი მეფე აღმოჩნდა.
1934 წლის 27 სექტემბერს ავღანეთის სამეფო ერთა ლიგაში გაწევრიანდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ავღანეთი ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ყველანაირად ცდილობდა, რის გამოც არათანაბარ პოლიტიკას ატარებდა. თავდაპირველად მას დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა ნაცისტურ გერმანიასთან, რომელიც ბრიტანეთ-სსრკ-ს ჯარების ირანში შესვლისთანავე გაწყვიტა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ირანიც გერმანელებს ემხრობოდა და შაჰს შეეშინდა, რომ მოკავშირეები მის სამეფოსაც დაიკავებდნენ. ომის დასრულების შემდეგ, 1946 წლის 29 აგვისტოს ავღანეთი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანდა. 1947 წელს, ავღანეთი იყო ის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ხმა მისცა პაკისტანის გაეროში გაწევრიანებას. 1955 წელს ქაბულში ზაჰირ-შაჰსა და ნიკიტა ხრუშჩოვს შორის ოფიციალური შეხვედრა შედგა, სადაც ხრუშჩოვმა ავღანეთის მეფეს პუშტუნებთან ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა. 1961 წელს ავღანეთი გახდა მიუმხრომლობის მოძრაობის წევრიც. ამის შემდეგ ავღანეთში განათლების დონის ასაწევად და ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად უამრავი რეფორმა გატარდა, რაც კონსერვატორულ საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევდა. 1973 წელს, ზაჰირ-შაჰის ქვეყანაში არ ყოფნისას, დაუდ-ხანმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო. სამოქალაქო ომის თავიდან ასარიდებლად მეფე ტახტიდან გადადგა, რითაც ავღანეთის სამეფომ არსებობა შეწყვიტა და იგი ავღანეთის რესპუბლიკამ შეცვალა.
ავღანეთის სამეფო დასახლებული იყო ისეთი ეთნიკური ჯგუფებით, როგორებიცაა: პუშტუნები, ტაჯიკები, ჰაზარელები, უზბეკები და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის თითქმის 99% მუსულმანი იყო. მოსახლეობის 80-85% სუნიტი მუსულმანი იყო, დანარჩენი კი შიიტი.
განსხვავებით ავღანეთის საამიროსგან, ავღანეთის სამეფოში პუშტუსთან ერთად ოფიციალური ენა სპარსულიც იყო. ეს იმით იყო განპირობებული, რომ ბევრი ავღანი ორენოვანი იყო და ორივე ენაზე თავისუფლად შეეძლო საუბარი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.