ავტოკრატია
From Wikipedia, the free encyclopedia
ავტოკრატია (ბერძნ. αυτός, თვით და ბერძნ. κρατέω, მართვა) — სახელმწიფოს მმართველობის ფორმა, რომლის დროს მთელი ძალაუფლება მხოლოდ ერთ ადამიანს უჭირავს.[1] ავტოკრატია გავრცელებული იყო ძველი აღმოსავლეთის მონათმფლობელურ სახელმწიფოებში: ეგვიპტე, ბაბილონი და სხვა. ავტოკრატია ასევე აღნიშნავს პოლიტიკურ რეჟიმს, როდესაც უმაღლესი ხელისუფლება ხელთ უპყრიათ წარმომადგენლობითი ორგანოს კონტროლს გარეთ მყოფ პირებს.