From Wikipedia, the free encyclopedia
დეციმუს მაგნუს ავსონიუსი[1] (ლათ. Decimius Magnus Ausonius; დ. 310, ბურდიგალა, ახლანდ. ბორდო — გ. დაახლ. 394) — რომაელი პოეტი. სიტყვიერებას ასწავლიდა ბუდრიგალაში, 365–375 წლებში იმყოფებოდა იმპერატორ ვალენტინიანე I-ის კარზე (ავგუსტა-ტრევერორუმში), იყო მისი მემკვიდრის — გრაციანეს აღმზრდელი, ტახტზე ამ უკანასკნელის ასვლის შემდეგ დაჯილდოვდა კონსულის თანამდებობით (379). ავსონიუსის ლექსები მცირე ჟანრებისა (ეპიგრამები, ეპიტაფიები, ელეგიები, ეპისტოლეები, მცირე ზომის აღწერილობითი პოემები) და ოსტატურად ციკლიზებულია (ნათესავების, ამხანაგების, ტროის ომის გმირების მოგონებანი, დღიური დროის გატარებისა და რომის იმპერიის ქალაქების აღწერა, სავარჯიშოები რთულ სალექსო ფორმებსა და თემებში და მისთ.). ავსონიუსის შემოქმედებას ავტობიოგრაფიული მოტივებისა და ყოფაცხოვრების წვრილმანების ანტიკური ლიტერატურისათვის უჩვეულო სიუხვე აქვს, ამიტომ XIX–XX საუკუნეების რომანტიკოსები და მოდერნისტები მას აფასებდნენ როგორც „ახალი დროის პირველ პოეტს“; განსაკუთრებით ცნობილია პოემა „მოზელა“, რომელიც მდ. მოზელზე მოგზაურობის შესახებაა.[2]
ავსონიუსი | |
---|---|
ლათ. Decimus Magnus Ausonius | |
დაბადების თარიღი | 310 |
დაბადების ადგილი | ბორდუგალა (ახლანდ. ბორდო) |
გარდაცვალების თარიღი | დაახლ. 394 |
გარდაცვალების ადგილი | ლანგონი |
საქმიანობა | პოეტი |
ენა | ლათინური |
მოქალაქეობა | რომის იმპერია |
Magnum opus | Caesares, Mosella, On Hebrew names, Chronicle, On Hebrew and Athenian names of months, On usurpers და On pre-Roman kings |
მეუღლე | ატუსია ლუკანა საბინა |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.