აეროპორტის კოდი იკაო
From Wikipedia, the free encyclopedia
აეროპორტის კოდი იკაო (აეროპორტის ინდექსი იკაო) — ოთხასოიანი უნიკალური ინდივიდუალური იდენტიფიკატორი, რომელიც მიენიჭება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო), (ინგლ. International Civil Aviation Organization, (ICAO)) მსოფლიოში არსებულ აეროპორტებს. მოცემულ კოდებს იყენებენ ავიაკომპანიები, საჰაერო მოძრაობის მმართველობის ორგანოები, აეროპორტებისთვის აეროსანავიგაციო და მეტეოროლოგიური ინფორმაციის გადაცემის მეტეოროლოგიური სამსახურები, გაფრენის გეგმები (ფლაიტ-გეგმები), სამოქალაქო აეროდრომების აღსანიშნავად რადიოსანავიგაციო რუკებზე, ასევე საავიაციო ფიქსირებული ელექტროკავშირგაბმულობის ქსელის (ინგლ. aeronautical fixed telecommunication network (AFTN) სატელეგრაფო საავიაციო კავშირგაბმულობაში აეროპორტების მისამართების სფეროში.[1][2]