![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e9/Adjuntas003.jpg/640px-Adjuntas003.jpg&w=640&q=50)
ადხუნტასი (პუერტო-რიკო)
From Wikipedia, the free encyclopedia
ადხუნტასი — პატარა მთისპირა ქალაქი და მუნიციპალიტეტი პუერტო-რიკოში. მდებარეობს კუნძულის ცენტრალურ შუადასავლეთ ნაწილში, ცენტრალურ ქედზე, იაუკოს, გვაიანილიასა და პენიუელასის ჩრდილოეთით, უტუადოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, ლარესისა და იაუკოს აღმოსავლეთით და პონსეს ჩრდილო-დასავლეთით. მოიცავს 16 ბარიოსა და ადხუნტასის პუებლოს (ქალაქის საქმიანი ტერიტორია და ადმინისტრაციული ცენტრი). ადხუნტასი დედაქალაქ სან-ხუანის დასავლეთით მანქანით დაახლოებით 2 საათის სავალზეა.
სწრაფი ფაქტები დასახლებული პუნქტი, ქვეყანა ...
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
ადხუნტასი ესპ. Adjuntas | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
რეგიონი | პუერტო-რიკოპუერტო-რიკო | ||||
კოორდინატები | 18°09′46″ ჩ. გ. 66°43′20″ დ. გ. | ||||
დაარსდა | 11 აგვისტო, 1815 | ||||
ფართობი | 107.98 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 504 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 18 020 (1 აპრილი, 2020)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-4 | ||||
საფოსტო ინდექსი | 00601 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.adjuntas.com | ||||
დახურვა
ადხუნტასს "პუერტო-რიკოს შვეიცარიასაც" უწოდებენ, შედარებით ცივი ამინდის გამო. საშუალო წლიური ტემპერატურა 21 °C-ის ტოლია. პუერტო-რიკოში ყველაზე დაბალი ტემპერატურა, 38 °F სწორედ ადხუნტასში დაფიქსირდა 2018 წელს. რბილი კლიმატი ზაფხულში ბევრ ტურისტს იზიდავს.[2]