ადერკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ადერკი, როკი — ლეონტი მროველის მიხედვით იბერიის მეათე მეფე. მისივე ცნობით, მისი მეფობის დროს ელიოზ მცხეთელმა და ლონგინოზ კარსნელმა მცხეთაში ჩამოიტანეს ქრისტეს კვართი.[2] მისი მეფობის წლების შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა: ვახუშტის მიაჩნია, რომ ადეროკი დაიბადა ძვ. წ. 30 წელს და მეფობდა ახ. წ. 1–57 წლებში. იგი ემყარებოდა თვით „მეფეთა ცხოვრების“ ცნობას, რომ ადეროკი 30 წლისა გამეფდა და იმეფა 57 წელი. ხოლო რაც შეეხება მისი გამეფების თარიღს, სწორედ იმ წელს იშვა იესო ქრისტე. ახ. წ. I საუკუნის I ნახევარი მიაჩნია ადეროკის ზეობის ხანად ს. გორგაძესაც (1–30). პ. ინგოროყვა მის მეფობას ათარიღებს ძვ. წ. 27–ახ. წ. 30 წლებით.[3] გ. მელიქიშვილის აზრით, ადერკი მოღვაწეობდა ძვ. წ. II ს-ის დასაწყისში; იგი ადერკს მითრიდატე I-თან აიგივებს.[4] ანალოგიურად ათარიღებენ მის მეფობას ს. კაკაბაძე და გ. მამულია. ლეონტი მროველის მიხედვით ადერკს ჰყავდა ორი შვილი: ბარტომი და ქართამი, რომელთაც გაუყო სამეფო და მისი გარდაცვალების შემდეგ გამეფდა ორივე უფლისწული, რითაც ქართლში ორმეფობის ხანა დაიწყო.[3]
ადერკი | |
---|---|
იბერიის მეფე | |
წინამორბედი: | არშაკ II |
მემკვიდრე: | |
მეუღლე: | ავგაროზის ასული[1] |
შვილები: | ბარტომი და ქართამი |
დინასტია: | ფარნავაზიანი |