ადარნასე შავლიანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ადარნასე შავლიანი (გ. 887) — აფხაზთა, დასავლეთ საქართველოს მეფე (დაახ. 880—887). გამეფდა ივანე შავლიანის სიკვდილის შემდეგ.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადარნასე. |
სწრაფი ფაქტები ადარნასე შავლიანი, აფხაზთა მეფე ...
ადარნასე შავლიანი | |
---|---|
აფხაზთა მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | დაახ. 880 |
მმართ. დასასრული: | 887 |
წინამორბედი: | ივანე შავლიანი |
მემკვიდრე: | ბაგრატ I (აფხაზთა მეფე) |
გარდ. თარიღი: | 887 |
დინასტია: | შავლიანები |
დახურვა
შავლიანთა მეფობის დროსაც გრძელდებოდა აფხაზთა სამეფოს ბრძოლა ქართულ სამეფო–სამთავროებს შორის ჰეგემონიისათვის. კერძოდ, როგორც ჩანს, აფხაზთა სამეფო ჩაერია ტაო–კლარჯეთის მმართველებს შორის ბრძოლაში, რომელიც მიმდინარეობდა გუარამ მამფალსა და დავით კურაპალატს შორის, რომელიც ბაგრატ კუარაპალატის ვაჟიშვილი იყო .
მაგრამ შავლიანთა ბატონობა აფხაზეთის სამეფო ტახტზე დიდხანს არ გაგრძელებულა. ბაგრატი, დემეტრე II აფხაზთა მეფის შვილი, ბიზანტიელთა ჯარით დაბრუნდა უკან, დაამარცხა ადარნასე I, მოკლა იგი და თვითონ დაიკავა სამეფო ტახტი.