![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e6/Relief_locator_Map_of_Georgia.svg/langka-640px-Relief_locator_Map_of_Georgia.svg.png&w=640&q=50)
ადანგეს უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში / From Wikipedia, the free encyclopedia
ადანგეს უღელტეხილი[1] — უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმისა და გულრიფშის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე, აფხაზეთის ქედზე. გადასასვლელი მდინარე ჩხალთის ხეობიდან მდინარე ბზიფის ხეობაში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2299 მ. სოფელ მარჯვენა პტიშს საცალფეხო გზით აკავშირებს სოფელ ფსხუსა და გუმისთასთან. უღელტეხილის მიდამოებში ალპური და სუბალპური მდელოებია, ქედის კალთები დაფარულია ნაძვნარ-სოჭნარით.[2]
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადანგე (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ადანგეს უღელტეხილი ...
ადანგეს უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 43°18′50″ ჩ. გ. 41°16′48″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | სოხუმის მუნიციპალიტეტი გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2299 მ |
ქედი | აფხაზეთის ქედი |
დახურვა