აბედასნაირნი
From Wikipedia, the free encyclopedia
აბედასნაირნი (ლათ. Polyporales) — ბაზიდიუმიანი სოკოების რიგი აგარიკომიცეტების კლასისა, რომელიც მოიცავს 1800-მდე სახეობას (სხვა ავტორებზე დაყრდნობით რიგში შედის არანაკლებ 3-4 ათასი სახეობა). რიგის სისტემატიკური მდგომარეობა ბოლომდე გარკვეული არ არის.
სწრაფი ფაქტები აბედასნაირნი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
აბედასნაირნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Polyporales Gäum., 1926[1] | ||||||||||||
|
დახურვა
მასში შემავალი ბევრი სახეობა საპროტროფია, რომელთა უმეტესობა მერქნის დამღუპველია და იწვევს მის ლპობას. ზოგიერთი გვარის (მაგ.Ganoderma და Fomes) წარმომადგენელი აინფიცირებს ცოცხალი ხის ქსოვილებს, ხოლო შემდგომ ანადგურებს მათ.
სხვადასხვა ქვეყნებში მისდევენ მათ ხელოვნურად მოშენებას, ხოლო ზოგიერთი სახეობა აქტიურად გამოიყენება ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში.
სამეცნიერო სინონიმებია: Aphyllophorales Rea (1981),[2] Fomitopsidales Jülich 1981), Trametales Boidin, Mugnier & Canales (1998)[3] და სხვა.