![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/7f/Abbas_Mirza_%2528Hermitage%2529.jpeg/640px-Abbas_Mirza_%2528Hermitage%2529.jpeg&w=640&q=50)
აბას-მირზა
From Wikipedia, the free encyclopedia
აბას-მირზა (სპარს. عباس میرزا; დ. 20 აგვისტო, 1789 — გ. 25 ოქტომბერი, 1833) — ირანის სახელმწიფო მოღვაწე, ფათალი-შაჰის ძე და მემკვიდრე. აზერბაიჯანის ბეგლარბეგი. ირანის სახელმწიფო საქმებისა და საგარეო პოლიტიკის ფაქტობრივი გამგებელი. ძირითად ამოცანად მიაჩნდა ამიერკავკასიიდან რუსეთის განდევნა. სარდლობდა ირანის ლაშქარს რუსეთ-ირანის პირველი (1804-1813) და მეორე (1826-1828) ომების დროს. სცადა ირანის სამხედრო ძალების ევროპულ წესზე რეორგანიზაცია. აბას-მირზამ მჭიდრო კავშირი დაამყარა საქართველოს რუსეთთან შეერთებით უკმაყოფილო ქართველ ფეოდალებთან, რომელთა ერთი ნაწილი თავრიზში მის კარზე იმყოფებოდა. 1828 იძულებული გახდა ხელი მოეწერა რუსეთთან თურქმანჩაის ზავზე და ეცნო ამიერკავკასიაში ირანის სამფლობელოების დაკარგვა.
სწრაფი ფაქტები აბას-მირზა, დაბადების თარიღი ...
აბას-მირზა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
20 აგვისტო, 1789 მაზანდარანი, ირანი |
გარდაცვალების თარიღი |
25 ოქტომბერი, 1733 (44 წლის) მეშჰედი, ირანი |
დაკრძალულია | მეშჰედი |
ეროვნება | ირანელი |
მემკვიდრე | მუჰამედ-შაჰ ყაჯარი |
რელიგია | ისლამი |
მეუღლე(ები) | ასიე ხანუმი |
მშობლები | მამა: ფათალი-შაჰ ყაჯარი |
დახურვა
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/7f/Abbas_Mirza_%28Hermitage%29.jpeg/640px-Abbas_Mirza_%28Hermitage%29.jpeg)