From Wikipedia, the free encyclopedia
ჰუმანიტარული დახმარება (ინგლ. Humanitarian aid) — გულისხმიერების საფუძველზე გაწეული დახმარება, ქველმოქმედება. ჩვეულებრივ, ასეთი დახმარება ბუნებრივი კატაკლიზმებით (მიწისძვრა, გრიგალი, გვალვა და ა.შ.) ან ომით გამოწვეული მძიმე შედეგების აღმოფხვრის მიზნით ხდება. ჰუმანიტარული დახმარების გაწევა არ არის სავალდებულო და კეთილი ნებაა. დაზარალებულ სახელმწიფოს ჰუმანიტარული დახმარება შეიძლება აღმოუჩინოს ერთმა ან რამდენიმე სახელმწიფომ. ჰუმანიტარული დახმარების გაწევა შეუძლია ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას.[1]
ჩვეულებრივ, ჰუმანიტარული დახმარება მოკლევადიანი მატერიალური და ლოჯისტიკური მხარდაჭერაა. ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საჭიროების მქონე ადამიანებს შორის არიან: უსახლკაროები, დევნილები, ბუნებრივი კატასტროფებით, ომებითა და შიმშილობით დაზარალებული ადამიანები. ჰუმანიტარული დახმარების მთავარი მიზანი სიცოცხლის გადარჩენა, ტანჯვის შემცირება და ადამიანის ღირსების შენარჩუნებაა.
ხშირად ჰუმანიტარული დახმარება და ჰუმანიტარული მხარდაჭერა სინონიმებად გამოიყენება, მაგრამ სხვადასხვა კონცეფციაა. ჰუმანიტარული დახმარება აღნიშნავს სწრაფ, მოკლევადიან დახმარებას კრიზისულ სიტუაციებში, როგორიცაა, საკვებით, წყლით, თავშესაფრითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა. ჰუმანიტარული მხარდაჭერა საქმიანობების უფრო ფართო წრეს მოიცავს, მათ შორის, კრიზისიდან გამოსვლისა და რეაბილიტაციის პროცესებს. ჰუმანიტარული დახმარება განსხვავდება განმავითარებელი დახმარებისგან, რომელიც ძირეულ სოციო-ეკონომიკურ ფაქტორებს მიემართება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.