ამერიკელი ანიმატორი From Wikipedia, the free encyclopedia
იუჯინ მერილ „ჯინ“ დეიჩი (ინგლ. Eugene Merril "Gene" Deitch; დ. 8 აგვისტო, 1924, ჩიკაგო — გ. 16 აპრილი, 2020, პრაღა[1]) — ამერიკელი ანიმატორი. 1955 წელს შეუერთდა ანიმაციურ სტუდიას United Productions of America (UPA), მოგვიანებით კი — Terrytoons-ს.[2] მისი შექმნილია ისეთი პერსონაჟები როგორიცაა „ჯონ დორმატი“ (John Doormat), „კლინტ კლობერი“ (Clint Clobber), „გასტონ ლე კრაიონი“ (Gaston Le Crayon), „სიდნი“ (Sidney) და „ფუფლი“ (Foofle). 1958 წელს მისი თეატრალური მულტფილმი „სიდნის საოჯახო ხე“ (Sidney’s Family Tree, 1958) წარდგენილი იყო აკადემიის ჯილდოზე. ამავე წლის აგვისტოში დაითხოვეს Terrytoons-დან, რის შემდეგაც, 1960 წელს, პრაღაში (ჩეხოსლოვაკია) გადავიდა, რათა ემუშავა უილიამ ლ. სნაიდერთან ერთად. Metro-Goldwyn-Mayer-სთვის გადაიღო „ტომი და ჯერის“ 13 სერია,[3][4] აგრეთვე „Krazy Kat“ და „პოპაი“ (Popeye) King Features-სთვის და ოსკაროსანი „მუნრო“ (1961). მოგვიანებით შექმნა „ნუდნიკი“ (Nudnik), რომლის პერსონაჟიც დაფუძნებული იყო Terrytoons-ში მუშაობის დროს შექმნილ ფუფლზე (Foofle). სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა პრაღაში, თავის მეუღლესთან, ზდენკასთან (ზდენასთან), ერთად.[5]
ჯინ დეიჩი | |
---|---|
2017 წელს | |
მშობლიური სახელი | Gene Deitch |
დაბადების თარიღი |
8 აგვისტო, 1924 ჩიკაგო, ილინოისი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
16 აპრილი, 2020 (95 წლის) პრაღა, ჩეხეთი |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა |
აშშ → ჩეხეთი |
საქმიანობა | ანიმატორი, ილუსტრატორი, რეჟისორი |
მეუღლე(ები) |
მარი დეიჩი (იქ. 1943–60) ზდენკა ნაჯმანოვა (იქ. 1964–2020) |
შვილ(ებ)ი | 3 (მ. შ. კიმ დეიჩი) |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.