სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia
ჭუბურხინჯი (მეგრ. ჭუბური — „წაბლი“ და ხინჯი — „ხიდი“; 1952 წლამდე — წალამუხი) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ჭუბურხინჯი, ზენი, პირველი აკვაღა, მეორე აკვაღა, ჭყონხუმლა). მდებაროებს მდინარე ენგურის მარჯვენა მხარეს, სათანჯოს მთის კალთაზე, ზღვის დონიდან — 150 მეტრზე. დაშორებულია გალიდან 7 კმ-ით.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
სოფლის სახელწოდება ჭუბურხინჯი მეგრული წარმოშობისაა (ჭუბური-წაბლი და ხინჯი-ხიდი) და „წაბლის ხიდს“ ნიშნავს.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1876[1] | 1477 | ||
2011 | 3340 |
სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების 2 ეკლესია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.