From Wikipedia, the free encyclopedia
მეცნიერებისა და მრეწველობის მუზეუმი — მეცნიერების მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ჩიკაგოში, ილინოისის შტატში, ჯექსონის პარკში, ჰაიდ პარკის სამეზობლოში მიჩიგანის ტბასა და ჩიკაგოს უნივერსიტეტს შორის. იგი განთავსებულია ყოფილი სახვითი ხელოვნების სასახლეში, რომელიც შეიქმნა 1893 წლის მსოფლიო კოლუმბიის ექსპოზიციის შემდეგ.
ჩიკაგოს მეცნიერების და მრეწველობის მუზეუმი | |
---|---|
ინგლ. Museum of Science and Industry | |
41°47′26″ ჩ. გ. 87°34′58″ დ. გ. | |
დაარსდა | 1933 წელს |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
მდებარეობა | ჩიკაგო[1] |
ვიზიტორები | 1.5 მილიონი (2016)[2] |
ოფიციალური საიტი | https://www.msichicago.org/ და https://www.msichicago.org/ |
მუზეუმის ექსპონატებს შორის არის სრული ზომის ქვანახშირის მაღარო, 3,500 კვადრატული ფუტის რკინიგზის მოდელი, აპოლო 8 და პირველ დიზელზე მომუშავე უჟანგავი ფოლადის სამგზავრო მატარებელი პიონერი ზეფირი.
2021 წელს [3] მუზეუმის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი გახდა შევი ჰემფრი. [4]
სახვითი ხელოვნების სასახლე (ასევე ცნობილია როგორც სახვითი ხელოვნების შენობა) შეიქმნა 1893 წლის მსოფლიო კოლუმბიის გამოფენაზე ჩარლზ ბ. ეტვუდის მიერ.[5] კოლექციაში წარმოდგენილია ფერწერები, ნახატები, და სკულპტურული ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
მსოფლიო გამოფენის შემდეგ, ამ ადგილზე თავდაპირველად განთავსდა კოლუმბიის მუზეუმი, რომელიც შემდგომ გადაიქცა საბუნებისმეტყველო ისტორიის საველე მუზეუმად. როდესაც საველე მუზეუმი გადავიდა ახალ შენობაში, ჩიკაგოს ცენტრში, 1920 წელს, ყოფილი ადგილი ცარიელი დარჩა.
ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტის პროფესორმა ლორადო ტაფტმა ჩაატარა საზოგადოებრივი კამპანია შენობის აღდგენისა და სხვა ხელოვნების მუზეუმის შექმნისათვის. სამხრეთ პარკის კომისარმა (ამჟამად ჩიკაგოს პარკის ოლქის ნაწილია) 5 მილიონი აშშ დოლარი მოიპოვა, რომლითაც მას იმედი ჰქონდა რომ მუზეუმი აღდგებოდა და შეიქმნებოდა სკულპტურების მუზეუმი. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, შენობა შეირჩა ახალი მეცნიერების მუზეუმის ადგილად.
ამ დროს ჩიკაგოს კომერციული კლუბი დაინტერესებული იყო ჩიკაგოში მეცნიერების მუზეუმის დაარსებით. იულიუს როზენვალდმა, Sears, Roebuck and Company– ს პრეზიდენტმა და ქველმოქმედმა, კლუბის წევრებს აღუთქვა, რომ 3 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდიდა მუზეუმის გადაკეთების ხარჯებისთვის. (როზენვალდმა საბოლოოდ 5 მილიონ დოლარზე მეტი შეიტანა პროექტში). მუზეუმის გარემონტების დროს, შენობის ექსტერიერი ხელახლა ჩამოასხეს კირქვაში, რომ 1893 წლის ბოზ-არტის სტრუქტურული სახე შეენარჩუნებინა. ინტერიერი შეიცვალა სტრიმლაინ-მოდერნის სტილში, ინტერიერის დიზაინი შექმნილია ალფრედ პ. შოუს მიერ.
როზენვალდმა შექმნა მუზეუმის ორგანიზაცია 1926 წელს, თუმცა მას არ სურდა დაწესებულებას მისი სახელი ჰქონოდა. პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში მუზეუმს ხშირად უწოდებდნენ როზენვალდის სამრეწველო მუზეუმს. 1928 წელს მუზეუმის სახელი ოფიციალურად შეიცვალა და ეწოდა მეცნიერებისა და მრეწველობის მუზეუმი. როზენვალდის ინსპირაციის წყარო გახდა მიუნხენის გერმანიის მუზეუმი, რომელიც მან 1911 წელს გერმანიაში, ოჯახთან ერთად მოინახულა.
სიუელ ევერი, სხვა ბიზნესმენი, მხარს უჭერდა მუზეუმს კომერციული კლუბის ფარგლებში, შემდეგ იგი აირჩიეს დირექტორთა საბჭოს პირველ პრეზიდენტად. მუზეუმის დირექტორთა საბჭომ დაწესებულების დირექტორად შეარჩია ვალდემარ კაემფერტი, რომელიც მაშინ ნიუ-იორკ ტაიმზის მეცნიერული განყოფილების რედაქტორი იყო.
მეცნიერებისა და მრეწველობის ახალი მუზეუმი საზოგადოებისთვის სამ ეტაპად გაიხსნა, 1933 წლიდან 1940 წლამდე. პირველი გახსნის ცერემონია შედგა საუკუნის პროგრესის ექსპოზიციის დროს. მუზეუმის ორი პრეზიდენტი, რიგი კურატორი და სხვა თანამშრომლები მუზეუმის პერსონალს საუკუნის პროგრესის ექსპოზიციის შემდეგ შემოუერთდნენ.
წლების განმავლობაში, სტუმრები მუზეუმში შედიოდნენ მისი მთავარი შესასვლელით, მაგრამ ეს შესასვლელი აღარ იყო საკმარისად დიდი. ახალი მთავარი შესასვლელი არის მუზეუმის მთავარი შენობიდან გამოყოფილი სტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც სტუმრები ჩადის მიწისქვეშა უბანში, ხოლო შემდეგ ადის მთავარ შენობაში, სტრუქტურა ლუვრის პირამიდის მსგავსია.
1983 წელს, დამსწრე საზოგადოების გაზრდის გამო, მუზეუმმა დაიწყო მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა, რომელიც მდებარეობს მიწისქვეშა სართულზე. მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა დასრულდა 1990-იან წლებში.
55 წლის განმავლობაში მუზეუმში შესვლა უფასო იყო, თუმცა ზოგ გამოფენაზე დასწრება მცირე გადასახადს მოიცავდა. მუზეუმში შესვლის გადასახადები 2008 წელს 13 დოლარს შეადგენდა, ხოლო 2015 წელს 18 დოლარს.
2019 წლის 3 ოქტომბერს მუზეუმმა გამოაცხადა, რომ აპირებს სახელის შეცვლას, კენეტ გრიფინის 125 მილიონი დოლარის შემოწირულობის შემდეგ. ეს მუზეუმის ისტორიაში ყველაზე დიდი შემოწირულობა იყო. თუმცა, პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მოსენამ თქვა, რომ სახელის ფორმალურ ცვლილებას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, პროცესის სირთულის გამო. მან ასევე თქვა, რომ საჩუქრის ნაწილი დაიხარჯება უახლესი ციფრული გალერეისა და სპექტაკლის სივრცის დაფინანსებაში. [6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.