შპიტალ-ან-დერ-დრაუ
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
შპიტალ-ან-დერ-დრაუ (გერმ. Spittal an der Drau) — ქალაქი ავსტრიაში, კარინტიის ფედერალურ მხარეში, მხარის მეორე უმსხვილესი რაიონის — შპიტალ-ან-დერ-დრაუს ადმინისტრაციული ცენტრი. გაშენებულია ქალაქ ლურნფელდსა და მდინარე დრავის ქვემო ველს შორის. ქალაქის სტატუსი ფორმალურად 1930 წელს მიიღო.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
შპიტალ-ან-დერ-დრაუ | |||
| |||
ქვეყანა | ავსტრია | ||
ფედერალური მიწა | კარინტია | ||
კოორდინატები | 46°47′30″ ჩ. გ. 13°29′45″ ა. გ. | ||
ფართობი | 48.52 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 560 მეტრი | ||
მოსახლეობა | 15 413 (1 იანვარი, 2018)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||
საფოსტო ინდექსი | 9800[2] | ||
საავტომობილო კოდი | SP | ||
ოფიციალური საიტი | http://www.spittal-drau.at | ||
ქალაქის ისტორიული ცენტრი აღმოცენებულია პატარა მდინარე ლეისერის ნაპირებზე, რომელიც შპიტალის სამხრეთით დრავას ერთვის.
დასახლება პირველად მოხსენიებულია 1191 წელს. 1418 წელს შპიტალი მემკვიდრეობით ერგო გრაფ ჰერმან II კელიეს. 1524 წელს, ქალაქი იმპერატორმა ფერდინადნდ I-მა მასთან დაახლოებულ ესპანელს, გაბრიელ სალამანკას გადასცა, რომელმაც შპიტალში ავსტრიის ერთ-ერთი ულამაზესი სასახლეები ააგო რენესანსის სტილში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.